ვარჯიშების კომპლექსი სექსუალური ფეხებისთვის - Marao

ვარჯიშების კომპლექსი სექსუალური ფეხებისთვის

2014-09-01 13:47:58+04:00

ვარჯიშების ეს კომპლექსი კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ კეთდება. დაიცავით ქვემოთ მოცემული თანამიმდევრობა.

ხანგრძლივობა: 15 წუთი

20 ბუქნი;

30-30-ჯერ თითოეული ფეხის დარტყმა (იქნევთ იატაკისკენ, მაგრამ არ ეხებით მას).

დაწოლილ მდგომარეობაში თითოეული ფეხის 40-40-ჯერ აწევა.

100 ახტომა (ხელები მაღლა, ფეხები მხრების სიმაღლეზე გაშლილი).

კედელს ზურგით მიეყრდენით და ჩაცუცქული გაჩერდით 50 წამის განმავლობაში.

40-ჯერ სუმო-ჩაბუქვნა (მუხლები გაშლილი განზე გაქვთ, ხელები წინ);

30-30-ჯერ თითოეული ფეხის განზე გაქნევა (დგახართ ფეხზე);

დაბოლოს, კვლავ 20 ბუქნი.

ასევე იხილეთ:

იდეალური ფეხების მქონე 13 ვარსკვლავი (+ფოტო)

30-დღიანი ვარჯიშების ცხრილი მკვრივი უკანალისა და მოხდენილი ფეხებისთვის

პილატესის ვიდეოგაკვეთილი: 2 კვირაში დათხელებული ფეხები და თეძოები