1. იმისათვის, რომ ეს ვარჯიში შეასრულოთ, მიეყრდენით ხელებით კედელს. ამ პოზაში მდგომმა გაიქნიეთ ჯერ ერთი ფეხი გვერდით და წინ – დაახლოებით 20-ჯერ, შემდეგ მეორე ფეხი.
2. თეძოების არაჩვეულებრივი ვარჯიშია ჩაჯდომა ფეხის წინ გაწევით. ამისათვის ერთი ფეხი დადგით წინ და ჩაჯექით 10-ჯერ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი.
3. კიდევ ერთი ძალიან ეფექტური ვარჯიში: დაწექით ზურგზე, ხელები დააწყვეთ სხეულის გასწვრივ. აიწიეთ დუნდულებით იატაკიდან და დაჰყავით ამ მდგომარეობაში 3 წამი, შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. შეასრულეთ ეს ვარჯიში მინიმუმ 15-ჯერ.
4. ძალიან კარგია ამ პრობლემის მოსაცილებლად უბრალოდ ჩაჯდომები.
5. როგორც კი კუნთებს გაახურებთ და შეაჩვევთ ვარჯიშს, შეგიძლიათ ჩაჯდომა გააკეთოთ ცალ ფეხზე.
6. ერთ ადგილას ხტუნვაც შესანიშნავია თეძოებისთვის. თავდაპირველად 100 ახტომაც საკმარისი იქნება, მაგრამ შემდეგ გაართულეთ. ერთი ვარიანტია ცალ ფეხზე, ასკინკილით ხტუნვა, რა თქმა უნდა, ფეხების მონაცვლეობით.
7. სუფთა ჰაერზე სირბილი არა მხოლოდ მთელი ორგანიზმისთვის, არამედ კონკრეტულად თეძოებისთვისაც შეუცვლელი ვარჯიშია. განსაკუთრებით კარგია ამ შემთხვევაში აღმართ-დაღმართები. ახალგაზრდა დედებს შეუძლიათ ბავშვის ეტლის ტარება აღმართებზე, ეს შესანიშნავი ვარჯიში იქნება.
8. დაბოლოს, თეძოების პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ ეთერზეთები. ამისათვის მოამზადეთ როზმარინის, ლიმონის ან მანდარინის და ლურჯი თიხის ნარევი. ოდნავ შეათბეთ და მასაჟური, წრიული მოძრაობით შეიზილეთ თეძოების მიდამოებში. შემდეგ შეიფუთეთ ცელოფნით და ზემოდან პირსახოცით. გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ასევე იხილეთ:
12 ვარჯიში გიფებით - სრულფასოვანი კომპლექსი, რომელიც ჩაანაცვლებს სატრენაჟორო დარბაზს
ცელულიტის დასაშლელი მასაჟი საკუთარი ხელით