მეცნიერების აზრით, ზურგზე ძილი ზურგსა და კისერში წარმოქმნილი ტკივილების ერთგვარი პროფილაქტიკაა.
ზურგზე ძილი ყველას როდი უხდება, ასე ძილი ეკრძალება მათ, ვინც ხვრინავს. მაგრამ ჯანმრთელ ადამიანებს ექიმები არა მარტო ზურგზე წოლას, არამედ მუხლების ქვეშ პატარა ბალიშის მოთავსებასაც ურჩევენ.
ძილის დროს ყველაზე ცუდი პოზიცია მუცელზე წოლაა, ასეთ შემთხვევაში ზურგი და სახსრები ვერ ისვენებენ.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ოთხშაბათობით)