საღი გონებით თუ ვიმსჯელებთ, მკურნალობა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როდესაც რაიმე აგვტკივდება, არამედ პირველივე სიმპტომების დროს.
ორგანიზმის მუშაობის ხარვეზის გამოცნობა - მათი მოცილების საკვანძო მომენტია. მოცემული 9 ნიშნის დახმარებით შესაძლებელია შევამოწმოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მივიღოთ საჭირო ზომები.
1. ცივი ხელები
ცივი ხელები - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა სუსტი იმუნური სისტემა, სისხლის ცუდი მიმოქცევა ან უბრალოდ, უამინდობა გახლდეთ. თუმცა, ხშირად ამის მიზეზი იოდდეფიციტია. ფარისებრი ჯირკვალი იოდს ტიროიდული ჰორმონის პროდუცირებისთვის იყენებს, მისი უკმარისობა ფარისებრი ჯირკვლის მიდამოებში ტკივილს იწვევს. ამ შემთხვევაში მედიკამენტები შესაძლებელია იოდით მდიდარი ზღვის კომპოსტოთი, კანში გამომცხვარი კარტოფილით, თინუსითა და ზღვის პროდუქტებით შევცვალოთ.
2. მშრალი, აქერცლილი კანი
როგორც წესი, კანი ზამთარში იქერცლება, ეს რეაქციაა ტემპერატურის ცვალებადობაზე. ამ დროს აუცილებელია ვიტამინი А ან რეტინოლი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ჯანმრთელობას. მისი უკმარისობა ასევე იწვევს აკნესა და ფსორიაზსაც კი!
მიაქციეთ ყურადღება კვებას: ვიტამინ А-ს ძირითად წყაროს უმარილო კარაქი, ნაღები, კვერცხის გული, თევზისა და საქონლის ღვიძლი წარმოადგენს. პროვიტამინის მიღება გარგრისგან, სტაფილოსგან, მწვანე ბოსტნეულისგან, კომბოსტოსა და კარტოფილისგან არის შესაძლებელი.
3. სუსტი, მტვრევადი და რბილი ფრჩხილები
თუ ფრჩხილების პრობლემა გაწუხებთ, ეს ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში ფრჩხილების ნელი ზრდა, მაღალი წნევა, ადვილად დაღლა და კუნთების ტკივილი შეინიშნება. მაგნიუმის ნაკლებობით გამოწვეული ჰიპოპარათირეოზი არის სწორედ მსხვრევადი და სუსტი ფრჩხილების მიზეზი. ამის ლიკვიდაცია შესაძლებელია საკვებ რაციონში ფურცლოვანი მწვანილის, ბურღულეულის, თევზისა და ხილის ჩირის დამატებით.
4. თეთრი ლაქები ფრჩხილებზე
თქვენი ორგანიზმი თუთიის ნაკლებობას განიცდის. თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ ეს ცილებისა და კალციუმის ნაკლებობის ბრალია. ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია მივირთვათ თუთიით გამდიდრებული პროდუქტები: ისპანახი, ზღვის პროდუქტები, სოკო, პარკოსანი მცენარეები.
5. კანის ცხიმიანობა, სიწითლე და სიმშრალე
ეგზემა და როზაცეა, სამწუხაროდ, იშვიათობას არ წარმოადგენს, რაც В2 ვიტამინის ნაკლებობით არის გამოწვეული. მშრალი, აქერცლილი და დამსკდარი კანი ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ - ამის ნიშანია. სანამ დერმატოლოგს ეწვევით, რეკომენდებულია მიირთვათ ისპანახი, იოგურტი, ჭარხალი და ინდაურის ხორცი. ამით ორგანიზმს ერითროციტების გამომუშავებაში დაეხმარებით და აიმაღლებთ საერთო იმუნიტეტს.
6. დამსკდარი და გაწითლებული ენა
ენა - ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთგვარი "ლაკმუსის ქაღალდია". ჯანმრთელი ენა ვარდისფერი და გლუვია, დამსკდარი კი - ვიტამინ В3-ის უკმარისობის ნიშანია. ვიტამინი В3 მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს, რომელიც გვეხმარება თავის ტკივილთან, ღებინების შეგრძნების, სისხლის უკმარისობისა და ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიტამინი В3-ის შემცველი პროდუქტებია: ავოკადო, მწვანე ბარდა, მიწის თხილი და მზესუმზირა.
7. ნაადრევი ჭაღარა
ნაადრევი ჭაღარის გამომწვევი მიზეზი, რაიმე დაავადების გარდა, შესაძლოა გენეტიკა ან ცხოვრებისეული გარემოებები გახდეს. თუმცა შესაძლოა ეს ვიტამინ В12-ის უკმარისობის ბრალი იყოს. მის აღსადგენად მიიღეთ თეთრი ხორცი, იოგურტი და ორაგული.
8. ავადმყოფური, წითელი, ურელიეფო ენა
ფოლისმჟავის უკმარისობა ენის დასიებასა და პირის ღრუს სიწითლეს იწვევს. ამასთან, შეიმჩნევა დიარეა, სიჭაღარავე, ადვილად დაღლა და პირის ღრუს წყლული. ამის მიზეზი შესაძლოა ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება და ხილ-ბოსტნეულის იგნორირება გახდეს. პრობლემის გადასაჭრელად მიირთვით ფურცლოვანი მწვანილი, ბროკოლი და ბარდა.
9. შუბლის ოფლიანობა
ვიტამინი D, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს, კალციუმის შეწოვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კალციუმის ნაკლებობა ძვლის მსხვრევადობას იწვევს. ვიტამინ D-ს ძირითადად მზისგან ვიღებთ. მისი უკმარისობა კი ოფლიანობას, ადვილად დაღლას, კუნთების ტკივილსა და ხანდახან დეპრესიასაც კი იწვევს. ამ შემთხვევაში ექიმები გვირჩევენ ცხიმიანი თევზის, სოკოს, რძისა და კვერცხის მიღებას.