მიუხედავად იმისა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები ძალიან ხშირია, ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რა განსხვავებაა ინფარქტს, ინსულტსა და გულის შეტევას შორის და საერთოდაც, რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს.
შესაძლოა, იმის ცოდნამ, რომელ დაავადებას რა სიმპტომი აქვს, ბევრი ჩვენგანი იხსნას მოსალოდნელი საფრთხისგან.
გულის შეტევა
ტკივილები კისრის, მუცლის, ზურგის და მხრების არეში. განსაკუთრებით – მარცხენა მხარეს;
ზედაპირული სუნთქვა და ქშინვა;
შფოთვის ძლიერი შეგრძნება;
ხველა;
მკერდის არეში ტკივილი (სტენოკარდია).
ინფარქტი
გონების დაკარგვა;
ტკივილი მკერდის არეში;
აჩქარებული გულისცემა;
არათანაბარი სუნთქვა;
უღონობა.
ინსულტი
სახის, ხელებისა და ფეხების პარალიზება, ძირითადად, ცალ მხარეს;
სისუსტე სიარულის დროს, რომელსაც თან ერთვის თავბრუსხვევა;
გულისრევის შეგრძნება და გულისრევა;
ოფლიანობა;
არეულობა თავში, გულმავიწყობა, საუბრის გაძნელება;
მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები.