ექიმების თქმით, გაცივების სეზონი დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება. რისკის ზონაში არიან ოფისის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. შინაურულ რჩევებს გთავაზობთ უკვე გავივებულ ადამიანებს და მათ, ვისაც პროფილაქტიკური მკურნალობა სურს.
1. ცხვირის გამორეცხვა მარილით
1/4 სოდა და 1/4 მარილი გახსენით 250 მლ წყალში, მოათავსეთ წვრილცხვირიან ჩაიდანში, მიიტანეთ ჯერ ერთ ნესტოსთან შემდეგ მეორესთან. წყალი ცხვირში ერთი ნესტოდან უნდა შევიდეს და მეორედან გამოვიდეს. თავი გაქვთ გადახრილი იმ მხარეს, საიდანაც წყალმა უნდა გამოჟონოს, პირი - ღია.
2. ყელის გამოვლება
ანგინის დროს ყელის გამოვლენას მარილიანი ან სოდიანი ხსნარით გვირჩევენ. ასეთი მეთოდით უკვე დაზიანებულ ყელსაც მოირჩენთ და პროფილაქტიკის მიზნით გაცივებასაც აიცილებთ.
3. ცხელი ლუდის სმა
ჩვენთან თუ ცივ ლუდს მიირთმევენ, ევროპაში, ზამთარში ვაჟინიან ცხელ ლუდს ამჯობინებენ. ცხელი სასმელი დაგიამებთ გაღიზიანებულ უჯრედებს ცხვირსა და ყელში. ხოლო თუ ცხელი ლუდი თქვენთვის ეგზოტიკაა, შემდეგი სასმელი გამოგადგებათ: მოამზადეთ ბალახების ჩაი დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და 1 სირჩა ვისკი. სასმელი ძილის წინ უნდა მიიღოთ.
4. დაძინება სველი წინდებით
გაგიუმჯობედებათ სისხლის მიმოქცევა ტერფებში და რაც მთავარია, დაგიწევთ სიცხე. დასამახსოვრებელი რჩევა: ძილის წინ ფეხები ცხელ წყალში გაითბეთ. დაასველეთ ბამბის წინდები წყალში, კარგად გაწურეთ და ჩაიცვით. ზემოდან - შალის წინდები. დილით წინდები გამშრალი იქნება, თქვენ კი თავს გამოჯანმრთელებულად იგრძნობთ.
5. გაყინული ბარდა ცხვირზე
მათთვის, ვისაც ცხვირით სუნთქვა უჭირს: გაყინული ბარდა მოათავსეთ ტოპრაკში და ცხირზე მიიდეთ. შეგიძლიათ ნამიანი ნაჭერი აირღუმელში 44 წამით გააცხელოთ და ცხვირზე მიიდოთ. ეს ცხელი კომპრესია.
6. მოიმზადეთ ლიმონათი
გამაგრილებელი სასმელია. ამასთანავე, გაგიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას, თავიდან აგარიდებთ დეტოქსიკაციას და ებრძვის გაცივებასა და სურდოს. ლიმონათი ასე მოამზადეთ: 2-3 ს/კ თაფლი, 2 ლიმონის წვენი, წყალში გახსენით და დალევის წინ კარგად მოურიეთ, ფაქტიურად უნდა ათქვიფოთ.
7. გამოიყენეთ მენთოლის მალამო
წაისვით ნესტოებთან, გაგიუმჯობესდებათ სუნთქვა და აღდგება ცხვირის გარშემო გაღიზიანებული კანი.
8. ორთქლის აბანო
ცხვირის გამოსუფთავების საუკეთესო საშუალებაა, აადუღეთ წყალი, მიიტანეთ სახესთან, თავზე პირსახოცი დაიფარეთ და ორთქლი ცხვირით ისუნთქეთ 10 წუთის განმავლობაში.
9. ძილის წინ თავი მაღალ ბალიშზე დადეთ
რათა ცხვირის ლორწოვანი ხახაში არ გადაგივიდეთ.
10. მიირთვით ვიტამინები
გაცივების დროს მხოლოდ ცე ვიტამიანი არ გიშველით; მასთან ერთად უნდა მიიღოთ ომეგა-3, დე ვიტამიანი, თუთია. სასურველია პროდუქტებიდან და არა აბებით.
11. გადახედეთ რაციონს
გაცივების დროს ადამიანი ცდილობს ჯანსაღი პროდუქტები - სტაფილო, ბანანი, ხახვი, ტკბილი წიწაკა - მიირთვას. თუ გამოჯანმრთელება გსურთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია უარის თქმა ისე საკვებზე, როგორებიცაა: თეთრი ფქვილის პროდუქტები, მარცვლეული, შაქარი, რძე, ყველი და დატკბილული პროდუქტები.