სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად მაღალი არტერიული წნევა ითვლება. ეს პათოლოგია, რა თქმა უნდა, ძლიერ მოქმედებს ადამიანის საერთო მდგომარეობასა და განწყობაზე.
წნევის გაზომვისას ითვალისწინებენ შემდეგ მაჩვენებლებს: სისტოლურს AD – მაღალი ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს წნევის ძალას სისხლის მიწოდებისას. დიასტოლურს AD – დაბალი ზღვარი, რომელიც გულის შეკუმშვებს შორის პაუზის დროს სისხლძარღვების მდგომარეობას აჩვენებს.
ადამიანის არტერიული წნევა
ზრდასრულ ადამიანებში არტერიული წნევის ნორმად 120/80-ზე ითვლება, მაგრამ ყველა ჩვენგანი უნიკალურია, ამიტომაც არ ღირს მაინცდამაინც ამ მაჩვენებელზე დაყრდნობა.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, როგორი არტერიული წნევა ითვლება ნორმად გარკვეულ ასაკში, საკმარისია გამოვიყენოთ ქვემოთ მოცემული მოსახერხებელი ცხრილი.
მოცემული ცხრილებიდან ნათლად ჩანს, რომ რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით მაღალია არტერიული წნევის ნორმატიული მაჩვენებელი. ეს ფაქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში ასაკობრივი ცვლილებებით აიხსნება.
თუკი ხშირად გაწუხებთ წნევის მონაცვლეობა, გირჩევთ აწარმოოთ სპეციალური დღიური, რომელშიც ყოველდღიურად ასახავთ წნევის მაჩვენებლებს. თვის დასასრულს კი ეს მონაცემები აჩვენეთ პირად ექიმს.