ქალებში ეს სულ სხვაგვარად ხდება: გულის შეტევის 5 სიმპტომი 30 წელს გადაცილებულებისთვის!

ქალებში ეს სულ სხვაგვარად ხდება: გულის შეტევის 5 სიმპტომი 30 წელს გადაცილებულებისთვის!
უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ გულის შეტევა გულმკერდის არეში ტკივილებით ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიმპტომები ქალებშიც შეინიშნება, მათ უფრო სპეციფიკური ნიშნები ახასიათებთ, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს.

ექიმი ჯორჯ აბელა, მიჩიგანის უნივერსიტეტის კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი ამბობს:

"მამაკაცებთან შედარებით, ქალებში სიმპტომები აშკარად გამოკვეთილი არ არის. ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქალები სიმპტომების იგნორირებას ახდენენ ან ვერ ხვდებიან, რომ გულის შეტევა აქვთ".

აი, ქალებში გულის შეტევის 5 არატიპური სიმპტომი:

1. ზურგის ტკივილი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და
ძლიერდება დღის განმავლობაში.

2. ყბის ტკივილი, რომელიც კბილის ტკივილში შეიძლება აგვერიოს.

3. გულის რევის შეგრძნება და ოფლიანობა, იშვიათად - ღებინება, რომელსაც ხშირად მოწამვლას აბრალებენ.

4. გულმკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება - არ არის აუცილებელი ტკივილი.

5. არატიპური დაღლილობა - ანუ ჩვეულზე უფრო ძლიერი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

თუ რაიმე მსგავსს გრძნობთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! გულის შეტევა სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93