მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება ძნელია. კიდევ უფრო ძნელია, თუ რომელიმე მათგანს შეცდომით სასარგებლოდ მივიჩნევთ და ამგვარად ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს ვაყენებთ.
გთავაზობთ რამდენიმე ყოველდღიური ჩვევის ჩამონათვალს, რომლებისგან ზიანი მეტია, ვიდრე სარგებელი.
ცემინების შეკავება
როდესაც ცემინებისას პირზე ხელს ვიფარებთ, შიდა წნევა ძლიერ მაღლდება, ირღვევა ტვინის სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს თავის ტკივილს, სისხლძარღვების დაზიანებასა და სმენის პრობლემებსაც. ამიტომ ნუ შეიკავებთ თავს და დააცემინეთ.
პარფიუმის გამოყენება
სამწუხაროდ, არავინ გეტყვით, კონკრეტულად რას შეიცავს საყვარელი სუნამო, ეს კომერციული საიდუმლოა. თუმცა ხშირად პარფიუმერიის დასამზადებლად სინთეტიკურ ნივთიერებებს იყენებენ, რაც არომატს აძლიერებს. მათი ფასი ნატურალურ ზეთებზე გაცილებით ნაკლებია. ასეთი ნივთიერებების შესუნთქვა იწვევს თავბრუს ხვევას, გულისრევის შეგრძნებას, თვალების, ყელისა და კანის გაღიზიანებას. ექიმები გვირჩევენ, შეძლებისდაგვარად შევიძინოთ ორგანული ეთერზეთები, ან გამოვიყენოთ პარფიუმერია შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება.
პლასტმასის კონტეინერებში შენახული საკვები
პლასტმასის კონტეინერების შემადგენლობაში ხშირად შედის ხელოვნური ქიმიური ნივთიერებები - ბისფენოლი და ფლატატი. ასეთ კონტეინერებში საკვების დიდი ხნით შენახვისას, ნივთიერებები შეიწოვება და ენდოკრინულ სისტემაზე ახდენს ზეგავლენას. გაცხელებისას კი ეს ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება.
კბილების გახეხვა ჭამის შემდეგ
ექიმები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ კბილები ჭამის შემდეგ მხოლოდ 30 წუთში შეიძლება, უმჯობესია - 1 საათში. საქმე იმაშია, რომ საკვები და სასმელი, განსაკუთრებით, მჟავე, ზემოქმედებს ემალზე და ემალის ქვეშ ფენაზე - დენტინზე. კბილის ჯაგრისით ხეხვა კი ემალის დაზიანებას იწვევს, რასაც მაღალი მგრძნობელობა მოსდევს.
ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება
ჩვენი კანის ზედაპირზე უამრავი სასარგებლო ბაქტერია ცხოვრობს, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ფუნქციას ასრულებს. ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენებით, ჩვენ მათ სტერილიზაციას ვახდენთ და მავნე ბაქტერიებს ვუთავისუფლებთ გზას.
დერმატოლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი ნაკაწრებისა და ჭრილობების ქონის შემთხვევაში. ხელები კი ამ საპნით კვირაში 2-ჯერ დავიბანოთ.
მკერდის კიბოს მთავარი მიზეზი - ის სასმელია, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვსვამთ!