რძე - უნიკალური სასმელია. საკვები ღირებულების გარდა, მას სამკურნალო-პროფილაქტკურ თვისებებსაც მიაწერენ. ჩვენ გასწავლით სამ ჯადოსნურ რეცეპტს...
1. რძე და ლეღვი
ხველების წამალია, აგიმაღლებთ იმუნიტეტს, დაიცავთ კუჭის აშლილობისგან, გაგიუმჯობესებთ გულს-სისხლძარღვთა მუშაობას.
მომზადება: 1 ჭიქა რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაუმარეთ 2 ცალი გარეცხილ-დაჭრილი ლეღვი. ადუღეღ 10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და შეფუთეთ 1-2 საათი გააჩერეთ, მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა ჭამამდე.
2. რძე და "ბორჯომი"
ბრონქების სამკურნალო საშუალებაა. რძე და ბორჯომი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ სამჯერ 24 საათში 1/3 ჭიქა.
3. რძე და ნიორი
უძველესი სამკურნალო რეცეპტია. გიხსნით გაცივებისგან, მავნე ქოლესტერინისგან, მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას.
მომზადება: 250 მლ წყალი და 500 მლ რძე წამოადუღეთ დაუმატეთ 10 კბილი ნიორი. დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 10 წუთი. დაუმატეთ 2 ჩ/კ შაქარი. მიიღეთ დღეში ორჯერ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!