როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან სახლში, როცა ოჯახის წევრები ავად არიან - Marao

როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან სახლში, როცა ოჯახის წევრები ავად არიან

2019-09-27 12:40:59+04:00

თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი?

ბრძოლის საშუალება:

  1. ანტისეპტიკი
  2. სამედიცინო სპირტი და ბამბის დისკები
  3. სარეცხი მანქანა
  4. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  1. სახლის რა ნაწილებში რჩება ინფექცია?
  2. კარის სახელურები და სხვა ზედაპირი, რასაც ყველაზე ხშირად ეხებიან.
  3. თეთრეული, პირსახოცი, გადასაფარებელი, დივნის ბალიშები.
  4. პირადი ჰიგიენის ნივთები: კბილის ჯაგრისი, ჭურჭელი და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ცხვირსახოცები.

რა გავაკეთოთ?

  1. ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ. ბაქტერიები ზედაპირზე 48 სთ ცოცხლობენ.
  2. გამოიყენეთ სპეციალური სადეზინფექციო სითხე. შეასხურეთ და დატოვეთ. ის ნივთები, რომელთა დასველებაც არ შეიძლება, სპირტიანი ბამბით დაამუშავეთ.
  3. ხშრად ცვალეთ ავადმყოფის თეთრეული და პირსახოცი. რეცხეთ მაღალ ტემპერატურაზე.
  4. ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ყურადღება მიაქციეთ ცხვირსახოცებს და ხელსახოცებს, რომლებსაც ავადმყოფი იყენებს. ნუ დატოვებთ ტუმბოზე ან საწოლში.
  5. თქვენი კბილის ჯაგრისი ცალკე შეინახეთ.