როდესაც ადამიანი სწორად იკვებება და ბევრს მოძრაობს, მისი ორგანიზმი თავად იწმინდება ტოქსინებისა და შლაკებისგან, მაგრამ მოდით, გულახდილი ვიყოთ: რომელი ჩვენგანი აკეთებს ამას?
არსებობს სამედიცინო თეორია, რომ საჭმლის გადაუმუშავებელი ნარჩენები და სხვა ქიმიური ნივთიერებები მის კედლებზე რჩება. აქედან წარმოიქმნება ლორწო, რომელიც ნაწლავებს შიგნიდან ეხვევა გარსს.
დროთა განმავლობაში ლორწოს რაოდენობა იზრდება. შედეგად, ის ტოქსინების ნამდვილი ბუდე ხდება. საჭმელი კი სულ უფრო უარესად შეითვისება. შხამიანი ნივთიერებები მთელ ორგანიზმში ვრცელდება და იწვევს მის მოწამვლას.
აი, ასეთია აუტოინტოქსიკაციის სიმპტომები:
* დაღლილობა
* დაბალი სასიცოცხლო ტონუსი
* ღებინება
* სხეულის მასის მომატება
* მუცლის შებერილობა
* ქრონიკული თავის ტკივილები
თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, დროის განმავლობაში ჩნდება გულისა და ღვიძლის დაავადებები. ასევე, დიდი ალბათობაა ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობისა.
სწორედ ამიტომ არის ასე აუცილებელი ნაწლავების დროული და რეგულარული გაწმენდა შინაურ პირობებში, რომელიც ამაგრებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. თანაც, ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისთვის.
როგორ ჩავატაროთ დეტოქსი შინაურ პირობებში
ყველასათვის ცნობილია, რომ თაფლი ჩვენი ორგანიზმის მკურნალია. მსხვილი ნაწლავის ანთების, ანუ კოლიტის მკურნალობა შემდეგი გზით არის შესაძლებელი:
ჭიქა ცივ წყალში გახსენით 1 ს.კ. თაფლი და დალიეთ ჭამის წინ. დღეში 3 ჭიქა, დაახლოებით 1-1,5 თვის განმავლობაში.
თაფლი შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს პათოფენური მიკროფლორისგან, დადებითად ზემოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასევე, მონაწილეობს ვიტამინებისა და ჰორმონების გამომუშავებაში, რომლებიც ორგანიზმს აკლია.
საუკეთესოა თაფლისა და ვაშლის ძმრის მიღება ქრონიკული ენტეროკოლიტის დროს. ამისათვის ჭიქა წყალში გახსენით 1 ს.კ. ვაშლის ძმარი და 1 ჩ.კ. თაფლი.
მიიღეთ ეს ხსნარი დღეში 3-4-ჯერ 1-1,5 თვის განმავლობაში. წლის განმავლობაში სასურველია 3-4 სამკურნალო კურსის გავლა.
გარდა ამისა, შესაძლებელია ნაწლავების წყლით გაწმენდა - ეს ყველაზე გავრცელებული ხერხია. თუ მეტ წყალს მიიღებთ, საკმაოდ იოლად გაიწმინდება მილები, სადაც საჭმლის ნარჩენები ილექება.
როგორ ზემოქმედებს ეს ორგანიზმზე?
აუჯობესებს საჭმლის მონელებასა და ნარჩენებს გამოდევნის ნაწლავებიდან.
ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დნობას, რომლებიც ეხმარება საკვები ფერმენტების აბსორბაციას.
ასუფთავებს ლიმფურ კვანძებს.
აბალანსებს კანის pH დონეს, აცილებს უსიამოვნო სუნს სხეულიდან, ანუ მოქმედებს, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი.
ამაღლებს ენერგიას და აღადგენს მეტაბოლურ ბალანსს.