ბაქტერიალური მენინგიტი - საკმაოდ იშვიათი, მაგრამ სასიკვდილოდ საშიში დაავადებაა.
წარმატებული მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება დასმული სწორი დიაგნოზი.
მენინგოკოკური ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.
აი, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
1. მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ხელ-ფეხი ცივი რჩება;
2. საჭმელზე უარის თქმა, ღებინება;
3. ბავშვი შფოთავს და ადგილს ვერ პოულობს. არ უნდა, რომ ჩაეხუტონ და ხელში ჰყავდეთ აყვანილი;
4. გულისრევა, ღებინება არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან და არ მოაქვს შვება;
5. გახშირებული სუნთქვა;
6. გაფითრებული კანი, გამონაყარი წითელი ვარსკვლავების მსგავსად;
7. ტირილი, კვნესა, ბოდვა;
8. კუნთების ტონუსის მომატება. ბავშვს არ შეუძლია ნიკაპის მკერდთან მიბჯენა დაჭიმული კუნთების გამო;
9. კრუნჩხვა;
10. ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი.