ენერგეტიკული სასმელები გვეხმარება ენერგიით დამუხტვაში, როცა გვეძინება, მაგრამ უნდა ვიფხიზლოთ.
ენერგეტიკული სასმელების დადებითი ეფექტი დროებითი სიმხნევით შემოიფარგლება. რატომ არ ღირს მისი ხშირად დალევა?
კვლევების შედეგების შესწავლის შემდეგ ბევრი მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ბევრ პრობლემაშია დამნაშავე. შესაძლოა წნევის თამაში, უძილობა და წონის მომატება. ამას გარდა, ენერგეტიკული სასმელები დიაბეტის რისკსაც ზრდის, ასევე, ცუდად მოქმედებს კბილებსა და თირკმელებზე.
ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში შედის შაქარი, სიმინდის სიროფი, ხელოვნური არომატიზატორები და დიდი დოზით კოფეინი.
დაუშვებელია მასთან ერთად ყავის დალევა.
ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე ასევე სხვა დანამატებიც: ტაურინი და გუარანო.
ენერგეტიკული სასმელების იშვიათად მიღება ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ ეცადეთ, რეგულარული მოხმარებისგან თავი შეიკავოთ.