როგორ უმკლავდებიან კლიმაქსს ანჯელინა ჯოლი, ოპრა უინფრი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები

როგორ უმკლავდებიან კლიმაქსს ანჯელინა ჯოლი, ოპრა უინფრი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები
ადრე თუ გვიან, ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მენოპაუზა. ეს ცხოვრების ახალი ეტაპია, რომელზეც ხმამაღალი საუბარი აუცილებელია! სწორედ ასე იქცევიან ცნობილი ადამიანები. მოდით, გავიგოთ, როგორ უმკლავდებიან ისინი კლიმაქსს და როგორი ზეგავლენა მოახდინა მათზე.




ჯეინ ფონდა


მსახიობი ჯეინ ფონდა იმდენად ცუდად გრძნობდა თავს მენოპაუზის პერიოდში, რომ გადაწყვიტა, ჰოლივუდი დაეტოვებინა.
ეს ძალიან, ძალიან რთული პერიოდია, - იხსენებს ვარსკვლავი. - ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს და უკვე აღარ ხარ დარწმუნებული იმაში, თუ ვინ ხარ და ვინ უნდა გახდე. სიმართლე გითხრათ,
მე ნერვული აშლილობაც მემართებოდა. საუბარი მხოლოდ ჩურჩულით შემეძლო. ვერ ვჭამდი, ძალიან ნელა დავდიოდი, ვუსმენდი მარტო წყნარ, დამამშვიდებელ მუსიკას... ძალიან, ძალიან დაუცველი ვიყავი“.

მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად, ფონდამ ტესტოსტერონის მიღება დაიწყო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ იძულებული გახდა, მისი მიღება შეეწყვიტა: „ამ მეთოდის ყველა უპირატესობის მიუხედავად, არსებობს ერთი "მაგრამ": - აკნე. მაშინაც კი, 73 წლის ასაკში, არავინ არის დაცული, თუ ჰორმონალური დისბალანსი არსებობს“.

ანჯელინა ჯოლი


ანჯელინა ჯოლი იძულებული გახდა, კიბოს თავიდან ასაცილებლად, საკვერცხეები და ორივე ძუძუს ჯირკვლები ამოეღო. ოპერაციის შემდეგ მსახიობს ნაადრევი კლიმაქსი დაეწყო, რომელსაც ის მშვიდად შეხვდა: „მომწონს მენოპაუზა. მოხარული ვარ, რომ გავიზარდე. არ მინდა, ისევ ძალიან ახალგაზრდა ვიყო“.
ჯეინ სეიმური


კლიმაქსის დროს დეპრესიას ვერც ჯეინ სეიმური ასცდა. ქალი, რომლითაც მსოფლიოში თითქმის ყველა მამაკაცია მოხიბლული, საკუთარ თავში დარწმუნებული აღარ იყო.
„არ მჯეროდა, რომ ისევ ვიქნებოდი ბედნიერი. როცა მენოპაუზა დაიწყო, ტიპურმა სიმპტომებმა იჩინეს თავი. ვცდილობდი ორგანიზმის და სიტუაციის გაკონტროლებას, მაგრამ დამხმარე საშუალების გარეშე თავი ვერ გავართვი“, - იხსენებს სეიმური.

მონიკა ბელუჩი


„არ მეშინია სიბერის. მენოპაუზა - არ არის დაავადება, ეს ბუნებრივი პროცესია. კი, თავიდან ორგანიზმი არანორმალურად იქცევა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ეს ცხოვრების ნორმალური პროცესია და საერთოდ არ ვნერვიულობ ამაზე“ - ამბობს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი. მონიკა აღიარებს, რომ კლიმაქსის გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად, დამხმარე მედიკამენტს იღებს.

გოლდი ჰოუნი


„ყველა ქალს ვურჩევ, არ გადადონ გინეკოლოგთან ვიზიტი, რადგან შესაბამისი თერაპია ძალიან დაგეხმარებათ. მე არ მეშინია სიბერის და ვთვლი, რომ თუ მედიცინას შეუძლია დამეხმაროს, ამ პერიოდში თავი უკეთ ვიგრძნო, ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენო“, - ამბობს მსახიობი.

ვუპი გოლდბერგი


მსახიობს მენოპაუზის ყველა სიმპტომი აღმოაჩნდა: ალები, დაღლილობა, ცვლილება სექსუალურ ცხოვრებაში. ერთხელ მან, პოლიტიკური დისკუსიის დროს, პირდაპირ ეთერში წამოიძახა: - „იცით რა? ახლა მე ძლიერი „ტალღა“ მქონდა და ჩემი ქვედა საცვალი დასველდა. ასე რომ, დაუყოვნებლივ უნდა წავიდე!“ მსახიობი იხსენებს, რომ დგებოდა მომენტები, როცა ყველა და ყველაფერი სძულდა.

სუზან სარანდონი


სუზანმა მენოპაუზის პირველი სიმპტომები 54 წლის ასაკში განიცადა. მან მოაწესრიგა კვების რეჟიმი და რაციონიდან ნახშირწყლები გამორიცხა.

ოპრა უინფრი


ამერიკელი ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მენოპაუზით არ მთავრდება ცხოვრება. ის თვლის, რომ ამ პერიოდში ქალი ბევრ ახალს აღმოაჩენს საკუთარ თავში. სიმპტომების შესამსუბუქებლად კი ტელეწამყვანმა მედიკამენტები მიიღო.

ელენ დეჯენერესი


ამერიკელი ტელეწამყვანი ჩვეული იუმორით ეკიდება მენოპაუზას: „მენოპაუზა - შხამივითაა, მაგრამ როცა გაივლის, თავს ყველაზე მომხიბვლელ ქალად იგრძნობთ. კლიმაქსი სექსუალურ ცხოვრებას აუმჯობესებს!“

მენოპაუზამდელ და მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით ბუნებრივი ესტროგენი უნდა მიიღოს, რათა მისი დეფიციტი შეივსოს. აგრეთვე, საჭიროა კალციუმის საჭირო რაოდენობა და სხვა ვიტამინები, რომლებიც კლიმაქსის პერიოდს ორგანიზმს უმტკივნეულოდ და ყოველგვარი გართულების გარეშე გადაატანინებს.
ბრიტანულმა კომპანია "ვიტაბიოტიკსმა' შექმნა კომბინირებული ბუნებრივი პრეპარატი მენოპეისი (menopace), კალციუმი, რომლის ძირითადი კომპონენტებია სოიო და კალციუმი, აგრეთვე, ყველა ის ვიტამინი, რომლებიც 40 წლიდან აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის.



პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის, მენოპაუზის და მის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით, ადრეული მენოპაუზის დროს, ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, აგრეთვე, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

mkurnali.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარი
....და მაინც როგორ უნდა ვიგრძნო?!
01:44 / 31-03-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93