10 სამეცნიერო აღმოჩენა მათთვის, ვინც ჯანმრთელობას უფრთხილდება

10 სამეცნიერო აღმოჩენა მათთვის, ვინც ჯანმრთელობას უფრთხილდება
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცხელი ჩაის დალევა არ შეიძლება, დაბალი შუქი გვაშტერებს, ფიტნეს-კლუბში კი საზოგადოებრივ ტუალეტზე მეტი ბაქტერიაა. ჩვენ 10 ახალი აღმოჩენა მოგიმზადეთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

1. ტვინი 25 წლის ასაკში ბერდება



ადრე მიაჩნდათ, რომ ტვინი 40 წლიდან იწყებდა დაბერებას, მაგრამ ლანკასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ტვინი 25 წლის ასაკში იწყებს დაბერებას.

2. ფიტნეს-კლუბში უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტში



ჰიგიენისტებმა კვლევისას ერთ-ერთი ელიტური სავარჯიშო დარბაზის ყველაზე ხშირად გამოყენებად ტრენაჟორზე 360-ზე მეტი ბაქტერია აღმოაჩინეს, ვიდრე ქუჩის ტუალეტის
უნიტაზზე. სპეციალისტები გვირჩევენ, ტრენაჟორები ანტიბაქტერიული ხელსახოცებით გავწმინდოთ, ფეხშიშველამ არ ვიაროთ გასახდელში და ვარჯიშის შემდეგ ხელები სახეზე არ წავისვათ.

3. ტკბილს გადაიყვარებთ, თუ 21 წუთით მეტს იძინებთ



ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტი სძინავს ადამიანს, მით ნაკლებად უნდება ტკბილის ჭამა. საშუალოდ, თუ 21 წუთზე მეტხანს დაიძინებთ, 10 გრამით ნაკლებ ტკბილს შეჭამთ.

4. ცხელი ჩაი კიბოს წარმოქმნის



ჩინელი მედიკოსები 9 წლის განმავლობაში 500 ათასი ადამიანის (30-დან 79 წლამდე) ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ. მათ დაადგინეს, რომ 65 გრადუსზე მეტი ტემპერატურის სითხეს ორგანოების თერმულად ტრავმირება შეუძლია. ამასთანავე, თუ სიგარეტს ეწევით ან ალკოჰოლს ეტანებით, ონკოლოგიური დაავადებების რისკი მატულობს.

5. დაბალი შუქი ადამიანს აშტერებს



რაც უფრო ნათელ შუქში მუშაობთ, მით იკლებს თქვენი შრომისუნარიანობა. დაბალ შუქზე კი შრომისუნარიანობა იკლებს. თუ დააკვირდებით, ზაფხულში მზის ენერგიისგან ვაქტიურდებით, ზამთარში, მოღრუბლულ ამინდში კი სულ გვეძინება. 

6. წარმოსახვა ტკივილს ამცირებს



ჰოლანდიელმა ფსიქოლოგმა დაამტკიცა, რომ წარმოსახვა ტკივილს ამცირებს. თუ ნემსი გაქვთ გასაკეთებელი, წარმოიდგინეთ, ვითომ კოღომ გიკბინათ, ხოლო თუ ხელები გაქვთ ცივ წყალში ჩაყოფილი, წარმოიდგინეთ, ვითომ წყალგაუმტარი დათბილული ხელთათმანები გიკეთიათ.

7. ვარჯიში სიბერეს აფერხებს



თუ ყოველდღიურად ზომიერად ივარჯიშებთ, 70 წლის ასაკშიც ენერგიული და ჯანმრთელი იქნებით. უმოძრაობა კუნთების დასუსტებას და დაბერებას იწვევს.

8. სიქაჩლე გულის დაავადებაზე მიუთითებს



ბრიტანელმა მეცნიერებმა 2 ათას მამაკაცზე დაკვირვების შემდეგ დაადგინეს, რომ თუ მამაკაცი 40 წლამდე ქაჩლდება, გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვს დარღვეული.

9. თვითდაჯერებულები არ ეცემიან



როგორც ცნობილია, ასაკის მატებასთან ერთად, ცუდი მხედველობის, უმოძრაობისა და მამოძრავებელი აპარატის დასუსტების გამო ადამიანი ხშირად ეცემა. მაგრამ ეს იშვიათად ემართებათ თვითდაჯერებულ ადამიანებს.

10. ოპტიმიზმი სიცოცხლეს ახანგრძლივებს



მიჩიგანის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები 80-დან 100 წლის ადამიანების ჯგუფს აკვირდებოდნენ, რათა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო ამოეხსნათ. უმეტესობა სიგარეტს ეწეოდა და რეგულარულად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. მიირთმევდნენ კარტოფილ ფრისა და ჰამბურგერებს და არც 8 საათი და მეტი ეძინათ, როგორც ამას ექიმები ურჩევდნენ. თუმცა, თითოეული იყო ოპტიმისტურად განწყობილი, ემოციურად სტაბილური და აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შედეგად დამტკიცდა, რომ სიცოცხლეს პოზიტიური განწყობა ახანგრძლივებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93