ყველასთავის საყვარელი სასმელი - შოკოლადის მილკშეიკი შეიძლება ნამდვილი ბომბა გახდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
აცხადებს ჟურნალი Laboratory Investigation-ი.
ექსპერიმენტში მონაწილეები სურვილისამებრ ჩაეწერენ. მათ აინტერესებდათ რა საფრთხე ელოდათ საყვარელი სასმლისგან. ისინი სვამდნენ კოქტეილს, რომელიც ცხიმიანი რძისგან, ათქვეფილი ნაღებისა და ნაყინისგან შედგებოდა. სასმელში ცხიმი რაოდენობა 80 გრამია, კალორიულობა - 1000. კოქტეილის დალევიდან 4 საათის შემდეგ ექიმებმა ექსპერიმენტის მონაწილეები შეამოწმეს და დაადგინეს, რომ კაპილარები გაფართოვდნენ, სისხლის წითელმა ბურთულაკებმა კი ფორმა იცვალეს.
ეს მოვლენა უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე. შეუძლია ისეთი სერიოზული დაავადების გამოწვევა, როგორიც გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებაა.
ჯანსაღ ადამიანს ცვლილებები თავისით, რამდენიმე ხანში გაუვა. მაგრამ თუ სასმელს რეგულარულად მიიღებთ, ორგანიზმში ცხიმების დაგროვებასა და სერიოზულ დაავადებებს ვერ გადაურჩებით.
რუსუდან გელაშვილი