შხაპი დილით მივიღო თუ საღამოს? ამ კითხვას, ალბათ, ძალიან ბევრი უსვამს საკუთარ თავს.
დერმატოლოგები კი გვპასუხობენ: - ბანაობისთვის საუკეთესო დრო ძილის წინაა. ნიუ-იორკის დერმატოლოგთა ასოციაციის წევრი სამერ ჯაბერი გვირჩევს, რომ სხეულისა და სახისთვის ღამით ბანაობა უმჯობესია, ვიდრე დილით.
"თუ თქვენ მთელ დღეს გარეთ ატარებთ, უკეთესია, დაძინებამდე იბანაოთ და არა სახლიდან გასვლის წინ. მით უფრო, გაზაფხულზე, როცა საზოგადოების უმრავლესობას ყვავილის მტვერზე ალერგია აქვს. მოუფრთხილდით კანს", -ამბობს ჯაბერი.
მის პოზიციას იზიარებენ ჰარვარდის უნივერსიტეტის დერმატოლოგები, რომლებიც შხაპს რელაქსაციის საშუალებადაც განიხილავენ და ამტკიცებენ, რომ ბანაობა დაძინებაში გვეხმარება.