ზაფხული ის დროა, როცა ყველა დასვენებასა და მოგზაურობაზე ოცნებობს. სიამოვნება ცუდად ყოფნამ რომ არ გაგიფუჭოთ, თან უნდა გქონდეთ საჭირო მედიკამენტები.
მოვაწესრიგოთ საშვებულებო აფთიაქი.
- სიცხის დამწევი.
- ფიზიოლოგიური ხსნარი ან სპრეი ცხვირის გამოსარეცხად.
- ყურის წვეთები.
- თვალის ანტიბაქტერიული წვეთები.
- მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებები.
- ნაწლავური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები.
- ენტეროსორბენტი.
- მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებები.
- დამწვრობისა და კანის დაზიანების საშუალებები.
- ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
- ელექტროთერმომეტრი.
- ანტისეპტიკური საშუალება სპრეის სახით (მცირე იარების სამკურნალოდ, სპირტის შემცველი ხელსახოცები დიდი დაზიანებებისთვის).
- თუ შვებულებას/მოგზაურობას ბავშვთან ერთად გეგმავთ:
- სიცხის დამწევი სასურველია იყოს სიროფის ან სანთლების სახით.
- თუ ზღვაზე მიემგზავრებით:
- აუცილებლად წაიღეთ მზისგან დამცავი კრემი ან სპრეი - SPF 50.
- თუ ეგზოტიკურ ქვეყანაში მიემგზავრებით:
- გაიარეთ კონსულტაცია ამ ქვეყნის წარმომადგენელთან ან ტუროპერატორთან და ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
- თუ ველურ ადგილას ან ცივილიზაციიდან მოშორებულ ადგილზე მიემგზავრებით, თან გქონდეთ:
- სხვადსხვა ზომის სტერილური ბინტი.
- ელასტიკური ბინტი ფიქსაციისთვის.
- ელასტიკური ბადე, ხელზე ან თითზე ფიქსაციისთვის.
- სისხლის შემაჩერებელი ღრუბელი (ეფექტიანი ღრმა ჭრილობების დროს).
- სადეზინფექციო საშუალება (იოდი, ბრილიანტის მწვანე)
- ელასტიკური ჟგუტი. გახსოვდეთ, რომ ჟგუტი წელიწადის ცივ დროს 30 წუთი უნდა გაიჩეროთ, ცხელში - საათი.
- აგრეთვე, ბამბა, უმჯობესია, დისკების სახით; მაკრატელი, ბაქტერიული პლასტირი.
დაბოლოს, ყველა პრეპარატი შეათანხმეთ მკურნალ ექიმთან. ნუ წაიღებთ იმას, რაც მეზობელმა გირჩიათ. წაიღეთ ის, რომელიც თავად გაქვთ გამოცდილი და ეფექტიანია.ბედნიერ დასვენებას გისურვებთ. გადაუგზავნეთ სტატია მათ, ვინც მოგზაურობას გეგმავს.