კბილებზე ზრუნვა არა მხოლოდ მის ზედაპირულ მოვლას, არამედ საკვების შერჩევასაც გულისხმობს.
თუ ჰოლივუდის ღიმილზე ოცნებობთ, უნდა იცოდეთ, რას მიირთმევთ და როგორ მოქმედებს ის თქვენს კბილებზე.
წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომელიც თქვენს კბილებს გასაოცარ ბრწყინვალებას მიანიჭებს:
სტაფილო კარგია ლორწოვანი გარსისა და ღრძილებისთვის. ასევე, აძლიერებს კბილების მინანქარს.
თევზი. კბილს კალციუმი სჭირდება, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ ფოსფორის როლი კბილების სიჯანსაღისთვის.
ოხრახუში კალციუმის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
ვაშლი იცავს ღრძილებს.
კივი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ზრდის კოლაგენის წარმოქმნის პროცესს.
ხახვი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც მავნე ბაქტერიებს კლავს.
ვარდკაჭაჭას ფუნქცია პირის ღრუში სისხლის მიმოქცევის სტიმულირებაა.
სეზამი კბილის მინანქარს სიძლიერეს ანიჭებს.
ყველი მდიდარია კალციუმით, პირის ღრუს pH-ბალანსის შენარჩუნებაში უწყობს ხელს და ბაქტერიებს რეპროდუქციის საშუალებას არ აძლევს.
მწვანე ჩაი კლავს ბაქტერიებს და პირის ღრუში მოგანიჭებთ სისუფთავის განცდას.