დროა, ეს მითები დაივიწყოთ
მითი 1: გულის დაავადებებისგან ძირითადად მამაკაცები იტანჯებიან, ქალებისთვის კი მთავარი საშიშროება სიმსივნეა
ეს არა მხოლოდ არასწორი, არამედ ძალიან საშიში მითია, რამდენადაც გულის დაავადებების განვითარების რისკის დონე ერთნაირია, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. „ქალური“ ინფარქტი საშუალოდ მამაკაცებზე უფრო გვიან და მეტად რთულ ფორმებში ვლინდება.
მითი 2: გულის დაავადებები ხნიერი ადამიანებისთვისაა
სრული სიცრუეა: გულის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. მეტიც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინფარქტის რისკი სულ უფრო მეტად ახალგაზრდავდება.
მითი 3: გულის დაავადებები არ ემუქრება მათ, ვინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს
მაშინაც კი, თუ ყოველ დილით დარბიხართ, საღამოს კი აუზზე ბანაობთ, რეგულარულად ხართ დაკავებული იოგითა და სხვადასხვა ვარჯიშით, თქვენ მაინც არ ხართ დაზღვეული გულის დაავადებებისგან.
ექიმების რეკომენდაციით, მონიტორინგი 20 წლის შემდეგ უნდა დაიწყოთ და რეგულარულად ჩაიტაროთ.
მითი 4: არავითარი სიმპტომი არ მაქვს
საშიში სტატისტიკა: ქალების 64%-ის შემთხვევაში, რომლებიც მოულოდნელად გულის პრობლემით გარდაიცვალნენ, არავითარი სპეციფიკური სიმპტომი არ დაუსახელებიათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმპტომები არ ყოფილა. უბრალოდ, ქალისა და მამაკაცის გულის შეტევის სიმპტომები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ქალების შემთხვევაში საყურადღებო სიმპტომებია: ქოშინი, გულის რევა, ტკივილი ზურგისა და ნიკაპის არეში.
მითი 5: ჩემს ოჯახში ყველას ჰქონდა გულის პრობლემა, ამიტომ ამას ვერაფერს მოვუხერხებ
გენეტიკური მონაცემები ნამდვილად ზრდის დაავადების რისკს, თუმცა მის თავიდან ასაცილებლად ბევრი საშუალება არსებობს. აკონტროლეთ ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევა, ჩაიტარეთ გულის გამოკვლევები, არ მოწიოთ, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით, მოერიდეთ მავნე საკვებსა და ალკოჰოლს.