ქაცვი, ბიოქიმიური შემადგენლობით, უნიკალური მცენარეა. ნაყოფი შეიცავს 4%-მდე ორგანულ მჟავებს, 7%-მდე შაქარს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, 5%-მდე ცხიმს, ხოლო თესლი - 8-12%-მდე.
ფოთლებში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე თვით კენკრაში.
ხალხურ და თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ნაყოფის როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. მცენარე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს ანტიბიოტიკური თვისება. უჯერი ცხიმმჟავების, ცხიმის გამხსნელი ვიტამინების (A, K, D, E), ფოსფოლიპიდებისა და სტერინების წყალობით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ხალხური მედიცინა ქაცვის ზეთს ხმარობს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის. ქაცვისა და კრაზანას ზეთის ნარევით მკურნალობდნენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნაწლავის ქრონიკულ ენტეროკოლიტსა და ჰემოროის. ამ დაავადებების დროს რეკომენდებულია ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ თითო ჩ/კ ზეთის მიღება. ასევე სასარგებლოა ქაცვის სანთლები.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდებულია 0,5-1 ს/კ ქაცვის ზეთის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე.
ამ ზეთით მკურნალობა არ შეიძლება ქოლეცისტიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიარეის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.
ქაცვის ზეთი შეიძლება წაისვათ დამწვარ კანზე.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს სასარგებლოა ზეთში დასველებული ბამბის ტამპონების გამოყენება დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს. მკურნალობის კურსია 10-15 პროცედურა.
ქაცვის ზეთი შეიძლება შეურიოთ სხვა კომპონენტებს, მაგალითად, მცენარეულ ზეთებს, ღორის და ქათმის ქონს, ხილისა და ბოსტნეულის ფაფებს (ოხრახუში, მსხალი), ბოსტნეულის წვენებს (კიტრი, სტაფილო და ჭარხალი).
კანის დაავადებებისას შეურიეთ ქაცვის ზეთი და ღორის მუცლის ქონი (1:10) და წაისვით.
ქაცვის ზეთი შედის ბევრ ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ პრეპარატებში, რომლებიც გამოიყენება რბილი ქსოვილების აღდგენისთვის, გასტროენტეროლოგიაში, გინეკოლოგიაში, პროქტოლოგიასა და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს