გაიგეთ რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას ყოველდღე სვამთ:
1. ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა
ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. კოფეინი ორგანიზმს ენერგიით ავსებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
2. რეგულირდება ტვინის მუშაობა
კვლევამ აჩვენა, რომ თუ დღეში 3-5 ჭიქა ყავას დალევთ საშუალო ასაკის ქალებსა და კაცებში ალცჰაიმერის რისკი 65 % -ით იკლებს, პარკინსონის დაავადების რისკი კი 32-60 %-ით. სხვა კვლევების თანახმად, ყავა ამაღლებს განწყობას, აუმჯობესებს რეაქციას, მეხსიერებასა და ყურადღებას.
3. ამაღლებს განწყობას
ჰარვარდის უნისვერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ კოფეინის შემცველი სასმელი 50%-ით ამცირებს თვითმკვლელობის შემთხვევებს.
დალიეთ ყავა და იყავით ბედნიერი.
4. მცირდება კანის კიბოს რისკი
გაირკვა, რომ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში 4 და მეტ ჭიქა ყავას სვამდნენ, ავთვისებიანი მელანობის რისკი 20%-ით ნაკლები ჰქონდათ.
5. მცირდება დიაბეტით დაავადების რისკი
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრების მონაცემებით, ადამიანები, რომლებმაც 4 წლის მანძილზე ყავის მიღების რაოდენობა გაზარდეს, შაქრის დიაბეტით დაავადების რისკი 11%-ით ნაკლები ჰქონდათ.
ყავა თქვენი ჯანმრთელობის მტერი არ არის, პირიქით - მისი ყოველდღიური მიღება ეხმარება მრავალ დაავადებასთან გამკლავებაში და მათ შორის, დეპრესიის დროს.