5 ყოფითი ნივთი, რაც უნაყოფობასა და ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს

5 ყოფითი ნივთი, რაც უნაყოფობასა და ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს
ნაყოფიერების დაბალი პროცენტულობა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის შედეგი იყოს. მათ შორისაა გენეტიკა, დაავადებები, ცუდი ეკოლოგია... მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვის ჩასახვაზე უარყოფით გავლენას ახდენს ისეთი ყოფითი ნივთები, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ. შეამოწმეთ, რამდენად ახლოს არის ეს ნივთები და მოიშორეთ ისინი.

საპირფარეშოს ნივთები

კბილის პასტა, შამპუნი და საპონიც კი შესაძლოა თქვენი ყველაზე საშიში მტრები აღმოჩნდნენ, თუ მათ შემადგენლობაში შედის ტრიკლოზანი. ეს ნივთიერება უარყოფითად აისახება ენდოკრინულ სისტემაზე და ჰორმონალური ფონის დარღვევა შეუძლია - რასაც თავის მხრივ, ჩასახვასთან დაკავშირებული დიდი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.
ყურადღებით შეისწავლეთ ყველა კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა, რომლებსაც იყენებთ.

გაზიანი სასმელები

ცოტა ხნის წინ დანიაში ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ გაზიანი სასმელები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ სპერმატოზოიდებზე. გარდა ამის, შაქარი და კოფეინი, რასაც ხშირად მსგავსი სასმელები შეიცავენ, ასევე უარყოფითად აისახება ქალის ნაყოფიერებაზე.

ალკოჰოლი

ჰარვარდში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალებში, რომლებიც დღეში ჭიქა ალკოჰოლს სვამენ, უნაყოფობის რისკი 50%-ით იზრდება. პრობლემა იმაშია, რომ ორგანიზმი გამუდმებით ალკოჰოლის გადამუშავებითაა დაკავებული, ვერ უმკლავდება ჰორმონალურ ფონს, რასაც უნაყოფობამდე ან ჩასახვის პრობლემამდე მიჰყავს.

ნოუთბუკი

მამაკაცები, რომლებიც ნოუთბუქს მუხლებზე დადებული იყენებენ, რისკავენ: რეგულარულ „გადახურებას“ სპერმის ხარისხის შემცირება შეუძლია, ასევე ამცირებს სპერმატოზოიდების აქტივობას და იწვევს უნაყოფობას. ნოუთბუკი - მხოლოდ მაგიდაზე!

ლაქი და საღებავი

საღებავი, ლაქი, გამხსნელები და ლაქების ამომყვანები უარყოფითად ზემოქმედებენ ჰორმონალურ ბალანსსა და ქალის ენდოკრინულ სისტემაზე, ასევე, სპერმის ხარისხზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლაქები და საღებავები არ შეიცავდეს გლიკოლის ეთერს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30