მართალია, უკვე სექტემბერი მოადგა კარს, მაგრამ საზაფხულო ხილით საკუთარი თავის განებივრება კვლავ შეგვიძლია. დღეს ხუთ ყველაზე სასარგებლო ნაყოფზე ვისაუბრებთ.
1. კიტრი - ზედმეტი წონის წინააღმდეგ
მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით. 95-98 პროცენტი წყლისგან შედგება. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმელები, გული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა აწუხებს. არ დაგავიწყდეთ კიტრის თხელი ნაჭრის სახეზე წასმა.
2. ცუკინი - ვეგანი გურმანებისთვის
ყაბაყის ოჯახიდანაა. მისი ყვავილებიც (ისევე, როგორც კიტრის) კი იჭმება. მისგან მზადდება გემრიელი სპაგეტი, ლაზანია და ეს ყველაფერი გამოცხობის გარეშე.
3. საზამთრო - ხილია თუ ბოსტნეული?
სინამდვილეში კენკრაა. მდიდარია ლიკოპინით, რომელიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას. გიცავთ ვერაგი დაავადებებისგან. საზამთროს გაყინული წვენისგან შეგიძლიათ გაიკეთოთ სახის მასაჟი.
4. ბარდა - დასანაყრებლად
ბოსტნის მთავარი მარგალიტია. მდიდარია უჯრედისით, ცილით, ვიტამინებითა და მინერალებით. 4 ბარდა 25 პროცენტით მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე კვერცხი და 5-ჯერ მეტს, ვიდრე - რძე.
5. ყურძენი - გულის დამხმარე
ყურძნით ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მკურნალობდნენ და მას ამპელოთერაპიას ეძახდნენ. ის მართლაც სასარგებლოა გულისთვის. გარდა ამისა, წითელი და შავი ყურძენი ანადგურებს კიბოს უჯრედებს.