10 უსიამოვნება, რომელიც მენოპაუზას მოაქვს - როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა?

10 უსიამოვნება, რომელიც მენოპაუზას მოაქვს - როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა?
მშფოთვარე აზრები კლიმაქსის შესახებ ქალებს მენოპაუზის პირველი სიმპტომების დადგომამდე გაცილებით ადრე ეწყებათ. სტატისტიკის თანახმად, ქალები 35 წლის ასაკში იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება.
მენოპაუზა - ქალის ორგანიზმის განვითარების ბუნებრივი ეტაპია. მას ვერც გამოტოვებთ და ვერც დააიგნორებთ. საუკეთესო ვარიანტია - მოემზადოთ და იცოდეთ, თუ რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს მან.

1. ისტერიკა

როგორც წესი, მენოპაუზა 40-50 წლის ასაკში იწყება. ხშირად ის ქალების ფსიქიკურ მდგომარეობაში ნეგატიურ პროცესებს იწვევს. კლიმაქსის პერიოდში ქალური
ისტერიკა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ისტერიკა - ჰორმონალური ცვლილებების პირდაპირი შედეგია. ამ პერიოდში, ქალი ყველაფერს გამძაფრებულად და ემოციურად აღიქვამს. მას შეიძლება ისეთი რაღაცებიც ეწყინოს, რასაც სხვა შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევდა.



2. „ალები“
ეს კლიმაქსის ყველაზე ტიპური ნიშანია. „ალებს“ ეძახიან სხეულის ტემპერატურის უცაბედ მატებას. თითქოს სახე „გეწვის“, ყელსა და მკერდზე წითელი ლაქები ჩნდება. „ალები“ რეგულარულად ჩნდება, დღეში რამდენჯერმე.

3. ოფლიანობა
„ალებს“ თან ახლავს მომატებული ოფლიანობა.

4. ძვლების სიმყარე იკლებს
მენოპაუზის დროს ორგანიზმი კალციუმს კარგავს, შედეგად კი, ძვლები კარგავს სიმყარეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქალი ყოველ წელს 2-3% ძვლოვან მასას კარგავს.

Image result for woman mirror  gif
5. გარეგნული ცვლილება
თანდათანობით ცხიმის ფენა კანის ქვეშ ატროფირდება. კოლაგენის რაოდენობა, რომელიც კანს სიგლუვესა და ელასტიკურობას უნარჩუნებს, იკლებს. კანი თხელდება, ჩნდება ნაოჭები.

6. სისუსტე
ხშირად მენოპაუზის პერიოდში ქალები სისუსტეს გრძნობენ. ისინი ნაკლებშრომისუნარიანები ხდებიან.

7. ძილის დარღვევა
უძილობა ხშირად ახლავს თან კლიმაქსს. ძილის დარღვევით ყოველი მესამე ქალი იტანჯება.

Related image
8. პრობლემები ინტიმურ სფეროში
ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ მენოპაუზის პერიოდში სექსი ხშირად მტკივნეული და უსიამოვნოა. სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი გაცილებით თხელი და მგრძნობიარე ხდება.

9. მარტოობის შიში
ზოგიერთ შემთხვევაში, ქალებს მარტო დარჩენის შიში უჩნდებათ, რაც საკმაოდ უსიამოვნო განცდაა.

Image result for scared  woman gif
10. „მე არავის ვჭირდები“
ეს აზრი თითქმის ყველა ქალს უჩნდება კლიმაქსის პერიოდში. ასეთ დროს, აუცილებელია ოჯახის წევრების და ახლობლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

როგორ ავირიდოთ თავიდან ყველა უსიამოვნება?
საერთოდ არაა აუცილებელი კლიმაქსის სიმპტომების მოთმენა. დღეისათვის, არსებობს არაერთი საშუალება, რომელიც ქალებს ამ პერიოდს შეუმსუბუქებს და ახალგაზრდობას შეუნარჩუნებს.

Menopace შექმნილია პრე და პოსტმენოპაუზისთვის, კლიმაქსის დროს. ის ძალიან სწრაფად მოქმედებს და მიღებიდან მოკლე ხანში იგრძნობთ შვებას.

გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა და აიცილეთ თავიდან ყველა ის უსიამოვნება, რომელსაც მენოპაუზა იწვევს!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93