კვება ჰიპოთირეოზის დროს - როგორია ენდოკრინოლოგთა რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობის დროს - Marao

კვება ჰიპოთირეოზის დროს - როგორია ენდოკრინოლოგთა რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობის დროს

2019-10-21 09:33:03+04:00

ხალხი ხშირად ინტერესდება, როგორ უნდა მოხდეს გასახდომად კვების რაციონის კორექტირება ჰიპოთირეოზის დროს.
რადგან ეს დაავადება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, ამიტომ ამ შემთხვევაში პოპულარული დიეტები ვერ მოგიტანთ შედეგს, მეტიც - ის ზიანს მოგაყენებთ.

ჩვენ გაცნობებთ, თუ როგორია ენდოკრინოლოგთა რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლებობის დროს. როგორც წესი, ექიმები ამ დროს პრეპარატებით მკურნალობის კურსს ნიშნავენ, მაგრამ მკურნალობის შედეგი დიდწილად დამოკიდებულია რაციონის კორექციასა და ცხოვრების წესზე. კვების მანერების კონტროლი და პოზიტიური განწყობა დაავადებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და სასურველ ფორმაშიც ჩადგებით!

როგორ დაიკლოთ წონაში ჰიპოთირეოზის დროს

1. ნუ იჩქარებთ იოდის შემცველი პროდუქტების მიღების დოზის გაზრდას: იოდის ნაკლებობას რეალურად მხოლოდ დამატებითი სისხლის ანალიზი გამოავლენს. ნივთიერების გადაჭარბება მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს - გამოიჩინეთ სიფრთხილე.

2. ყოველდღიური რაციონის 30% უნდა შედგებოდეს უცხიმო ცილებისგან: ფრინველის ხორცი, ღორისა და ძროხის უცხიმო ხორცი, კვერცხი. ცილოვანი საუზმე დიდი ხნით დაგიკარგავთ შიმშილის განცდას და დილის ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ გამოკვებავს კუნთებს.

3. ჰორმონალური აბების მიღება უმჯობესია დილით. არ ღირს მათი შერევა კალციუმითა და რკინით მდიდარ პროდუქტებთან. უნდა გავიდეს არანაკლებ 4 საათისა.

4. ჩვეული რაციონის კალორიულობა 10-20%-ით უნდა შეამციროთ. უნდა გამორიცხოთ სწრაფი ნახშირწყლები და ცხიმები. თეთრი ფქვილის ცომეული შეცვალეთ დიეტური ან ქატოს პურით.

5. შეამცირეთ იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ზრდის მაპროვოცირებლები არიან: სოია, პრასი, ყვავილოვანი და ბრუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი, მსხალი, სელის თესლი, ვაშლი, ალუბალი, ქლიავი, ნექტარინები.

ფიზიკური დატვირთვა ჰიპოთირეოზის დროს

  • ჰიპოთირეოზთან დაკავშირებული დაუძლურების მიუხედავად, დღეში თუნდაც 1 საათი სპორტს უნდა დაუთმოთ. გახადეთ თქვენი ცხოვრებისეული ჩვევა დილის ვარჯიში. დატვირთვა თანდათან გაზარდეთ.

თქვენი ოცნების ასახდენად, სასურველია, გამოცდილი მწვრთნელი დაიხმაროთ.