გახანგრძლივებული მკერდისმიერი ხველის დროს მკერდი დაიზილეთ მაუდის მშრალი ნაჭრით, შემდეგ კანში კარგად შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი ან გამდნარი ნაღების კარაქი. თუ გაქვთ, დაამატეთ ცაცხვის ზეთიც.
• აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი ან ვარდკაჭაჭა და გარჩეული მწარე ნუში, დაფქვით, ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცხელი რძე.
• თალგამის წვენი აადუღეთ, დაატკბეთ შაქრით ან თაფლით და დალიეთ. შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ცოტაოდენი რომი ან კონიაკი. მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამის წინ.
• თალგამის ან სტაფილოს წვენს დაამატეთ იმავე მოცულობის რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ
თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ. წაიკითხეთ დანარჩენი რეცეპტები