4 რამ, რაც არ უნდა უყიდოთ ბავშვს

4 რამ, რაც არ უნდა უყიდოთ ბავშვს
პატარა ბავშვის გაჩენასთან ერთად, სახლში უამრავი ახალი ნივთი იყრის თავს. საბავშვო მაღაზიებში ძალიან დიდი არჩევანია, ბავშვის გახარების სურვილი კი იმდენად დიდია, რომ ვერანაირი ღირებულება ვერ შეაჩერებს უფროსებს მათ საყიდლად. სწორედ ამ ნივთებს შორის გვხვდება მავნე ნივთები. ისინი თავისთავად კი არ არიან მავნე, არამედ მათ მავნებლობა შეუძლიათ მოუტანონ ბავშვს ამა თუ იმ ასაკში ან ამა თუ იმ მდგომარეობაში. ამიტომ მათ შეძენამდე მშობელმა აუცილებლად უნდა გაიაზროს, ამ ეტაპზე რამდენად არის საჭირო და ზოგიერთი ნივთის ყიდვამდე საერთოდაც, პედიატრთან
უნდა გაიაროს კონსულტაცია.

სათამაშოს მსგავსი თეფშები

მავნებელია: დამატებითი საკვების დაწყებისთანავე.
რითია მავნებელი: ყურადღებას ფანტავს, არასწორი კვებითი ასოციაციების ფორმირებას ახდენს.

როდესაც ბავშვი ცუდად ჭამს, მშობლები ცდილობენ, ყურადღება გადაატანინონ. საკვები იწყებს ფრენას კოვზ-თვითმფრინავით, ან ცდილობს პირის ღრუში მოხვდეს ესკალატორის მეშვეობით.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ანტონ სორინი განმარტავს:
"გასართობი ჭურჭლის მწარმოებლის ფანტაზია დღემდე არაჩვეულებრივად მუშაობს მთავარ მიზანზე: შეაჭამოს ბავშვს საჭმელი. გამოდის, რომ თავად საკვები ინტერესს უკარგავს ბავშვს, თუმცა საპირისპიროდ უნდა იყოს. საკვებისადმი ინტერესი - ახალ საკვებთან გაცნობის მთავარი პირობაა".

ინტერაქტიული სათამაშოები

მავნებელია: მოლაპარაკე სათამაშოები: მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს უფროსების დაყოფას (თავისიანებად) და (უცხოებად) (8-9 თვიდან).
რა ზიანი მოაქვს: ეწყებათ ნერვული სისტემის სწრაფი გამოფიტვა.

ბავშვს ჯერ ხოხვა არ უსწავლია და მას უკვე ჩუქნიან მოლაპარაკე სათამაშოს, რომელიც აქტიურად მოძრაობს, მღერის და ახამხამებს თვალებს. თანამედროვე ინტერაქტიული სათამაშოები ნამდვილად ავითარებს მოზარდების წარმოსახვას - 3 წლამდე ასაკის ბავშვებს უბრალოდ შიშის გრძნობა უვითარდებათ. ბევრ ბავშვს ეშინია ხმამაღლა მომღერალი სათამაშოების. ხშირად შიში ეწყებათ მაშინ, როდესაც სათამაშო მათ თვალწინ ცოცხლდება და მოძრაობასა თუ სიმღერას იწყებს. ეს კი სერიოზული დატვირთვაა მის ნერვულ სისტემაზე. მეტყველების სპეციალისტებიც ამბობენ, რომ მუსიკალური სათამაშოები ამ ასაკში მეტყველებაზეც ცუდად მოქმედებს. წაიკითხეთ სრულად mshoblebi.ge-ზე
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93