აი, რატომ უნდა დალიოთ დღეში 1 ჭიქა სტაფილოს წვენი

აი, რატომ უნდა დალიოთ დღეში 1 ჭიქა სტაფილოს წვენი
სტაფილო მეტად სასარგებლო ბოსტნეულია. მისი მიღება კარგია ანემიის, ბრონქიტის, ზოგიერთი კანის დაავადების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტუბერკულოზის, ასთმის, გასტრიტის, დაბალი მჟავიანობის, პანკრეასის, თირკმელებისა და ბევრი სხვა სისტემური დაავადებების დროს.
სტაფილო გამოირჩევა კაროტინის მაღალი შემცველობით. სავსებით საკმარისია დღეში 100-150 გრ სტაფილოს მიღება. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. A ვიტამინის (ზრდის ვიტამინი) ნაკლებობა ბავშვებში იწვევს ზრდის შეჩერებას. ეს ვიტამინი ასევე აუცილებელია ჯანმრთელი კანის და მხედველობისთვის. ამ მხრივ, სტაფილო და მისი წვენი ძალიან სასარგებლოა. 100 გრამი ნატურალური წვენი 7,2
მგ კაროტინს შეიცავს.


სტაფილო მდიდარია B ვიტამინებით, ნიკოტინმჟავით, ფოლიუმის მჟავით და ვიტამინ D-თი.
სტაფილოს წვენი ხსნის დაღლილობას, წინაამღდეგობას უწევს ტოქსინების მოქმედებას, აუმჯობესებს მადას, ამაგრებს თმას და ფრჩხილებს.

სტაფილოს გადამეტებული რაოდენობით მიღება იწვევს ძილიანობას, მოთენთილობას, გულის რევის შეგრძნებას, თავის ტკივილს და სხვა.

დალიეთ დღეში 1 ჭიქა სტაფილოს წვენი. ის:

  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • აუმჯობესებს მხედველობას
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს
  • ამცირებს გაზებს მუცელში და საჭმლის მონელებას ხელს უწყობს

წარმოგიდგენთ სტაფილოს შემცველობას 100 გრ პროდუქტზე:

  1. წყალი 88 გ.
  2. ცილა 1.3 გ.
  3. ცხიმი 0.1 გ.
  4. ნახშირწყლები 9.3 გ.
  5. ბოჭკოვანი 1.2 გ.
  6. სახამებელი 0.2 გ.
  7. პექტინები 0.6 გ.
  8. ორგანული მჟავები 25 გ.
  9. კალიუმი 200 მგ.
  10. კალციუმი 51 მგ.
  11. მაგნიუმი 38 მგ.
  12. ნატრიუმი 21 მგ.
  13. ფოსფორი 55 მგ.
  14. რკინა 700 მგ.
  15. იოდი 5 მგ.
  16. კობალტი 2 მგ.
  17. მანგანუმი 200 მგ.
  18. სპილენძი 80 მგ.
  19. მოლიბდენი 20 მკგ.
  20. ფტორი 55 მგ.
  21. თუთია, 400 მგ.
  22. ვიტამინი B-კაროტინი 9 მგ.
  23. ვიტამინი E (tocopherol) 0.63 მგ.
  24. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 5 მგ.
  25. ვიტამინი B1 (thiamine) 0.06 მგ.
  26. ვიტამინი B2 (riboflavin) 0.07 მგ.
  27. ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 9 მგ.
  28. ვიტამინი PP (niacin) 1 მგ.
  29. კალორია - 27კალორია.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად შეიძინეთ ულტრა ვიტამინი C

რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა; სპორტსმენებისთვის, 50 წელს ზემოთ მამაკაცებისა და ქალებისთვის, ოქსიდაციური სტრესის წინააღმდეგ და იმუნური და ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის.


ანტონ ლაშქარაშვილი - ფიტნეს მწვრთნელი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31