რამდენი დღეა გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი? - მიიღეთ საჭირო ინფორმაცია, რაც ვირუსის დროს დაგეხმარებათ

უმეტესწილად, გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან 5-7 დღის განმავლობაში. ბავშვები, ჩვეულებრივ, 7 დღეზე მეტხანს არიან გადამდებები. გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.
თუ ვირუსი თქვენს ორგანიზმში მოხვდა, გრიპის სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, დაგეწყებათ მოხვედრიდან საშუალოდ 2 დღის განმავლობაში. გრიპის გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:

• ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით, 2 წლამდე;
• ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
• ქრონიკული დაავადების მქონე პირები

გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე‐7‐10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება.

იხილეთ ვიდეო


წყარო: palitranews.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93