გიორგი კუჭუხიძე, რომელიც დანიაში ცხოვრობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობს, ავრცელებს პოსტს სოციალურ ქსელში, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში მას აქტიურად აზიარებენ და აკომენტარებენ. H1N1, საქართველოს გარდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობა გრიპის ვირუსს მომზადებული ხვდება. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დროული ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, ნაკლებია პანიკაც. გთავაზობთ პოსტს:
"ამ საყოველთაო ისტერიაში ერთ-ორ სიტყვას მეც გეტყვით: გავიგეთ, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მთავარი კითხვა, რაც ისმის, არის - რატომ გვაქვს საქართველოში ასეთი “მძიმე” სურათი, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი - სამწუხაროდ, სიკვდილობა გრიპს ყოველთვის თან ახლავს. ძირითადად, კვდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები ან არ იცავენ წესებს: არ რჩებიან სახლში მოსვენებულ მდომარეობაში, არ იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს და გართულების შემთხვევაში ძალიან გვიან მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას.
ცოდნის და განათლების პრობლემა ჩვენი ძირითადი თავისტკივილია. ვერ ან არ ვიმახსოვრებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გრიპის შესახებ:
- გრიპი ძალიან ბევრ სეზონურ ვირუსს შორის ყველაზე საშიში ვირუსია და ყოველ წელს გვხვდება.
- გრიპის შემთხვევები იმატებს სიცივეში, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ანუ მითია, რომ იძახიან: “კარგმა ყინვებმა ვერ მოარტყა ერთი, რომ გაწყვიტოს ვირუსები”.
- გრიპი გვხვდება სხვა დროსაც, უბრალოდ, ერთეული შემთხვევები. სწორედ გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში აღმოჩენილი გრიპის ვირუსები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალური დაწესებულებები აღმოაჩენენ ხოლმე, იძლევა საშუალებას, რომ გაკეთდეს სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზი, გვიან შემოდგომაზე და ზამთარში რომელი გრიპის ვირუსი იქნება სავარაუდოდ გავრცელებული და ამის მიხედვით ხდება გრიპის ვაქცინის შექმნა, რომელიც როგორც წესი, შეიცავს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 3 ან 4 ყველაზე ხშირად აღმოჩენილი გრიპის ვირუსის შტამებს. გაგრძელება