5 წვრილმანი, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ და ამით ორგანიზმს ვინადგურებთ

5 წვრილმანი, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ და ამით ორგანიზმს ვინადგურებთ
ალკოჰოლი, ნარკოტიკი და მსგავსი რაღაცები რომ ორგანიზმის პირველი მტერია, ამის მოყოლას აღარ დავიწყებ.

 

ამჯერად თქვენს ყურადღებას ერთი შეხედვით იმ უმნიშვნელო ჩვევებზე შევაჩერებ, რომლებსაც დღეში ერთხელ ყველანი ვაკეთებთ და წარმოდგენაც არ გვაქვს, რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ის.



ფრჩხილების კვნეტა


ერთი შეხედვით ბავშვური ჩვევა მედიკოსებისთვის იმდენად საყურადღებოა, რომ სპეციალური ტერმინიც კი არსებობს. ონიხოფაგიის სახელით ცნობილ“სენს“ სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. დაზიანებულ ქსოვილებში ინფექცია მარტივად შეიჭრება. ასევე, ფრჩხილების ქვეშ არსებული ბაქტერიები ადვილად გადადის ორგანიზმში.


კალმის ღეჭვა

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ საკანცელარიო ნივთებზე უამრავი

მიკრობი იყრის თავს. ფანქრებისა თუ კალმების პირში ჩადებით კი ისინი დაუბრკოლებლად ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში.

Pen Mouth GIF - Pen Mouth Thinking GIFs
ჭამის შემდეგ კბილების მალევე გამოხეხვა

თუ სტომატოლოგებს დავუჯერებთ, კბილების გამოხეხვა საკვების მიღებიდან მინიმუმ ნახევარ საათშია დასაშვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია კბილების მგრძნობელობის გაზრდა და ემალის დაზიანება.

Josh Brolin Toothpaste GIF


ფერიმჭამელებთან ხელით ბრძოლა


კანის დაზიანებას შესაძლოა, ლაქების დამჩნევა, ნაწიბურების ან წვრილი ნაოჭების გაჩენა მოჰყვეს.

image
საღეჭი რეზინის ინტენსიური გამოყენება

ერთი მხრივ, საღეჭი რეზინი ორგანიზმში მჟავე-ტუტოვან ბალანსს აღადგენს, თუმცა არსებობს მისი ხშირი გამოყენების უარყოფითი მხარე. როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ეს უკანასკნელი მიმიკურ ნაოჭებს აჩენს.





FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი