იმუნიტეტი უცნაური რამაა. ყველამ იცის, რომ ჩვენ ის გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ის უნდა გააძლიეროს ან აამაღლოს. ერთი სიტყვით, გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც მას ყველაფრისგან დაიცავს: გრიპისგან, ვირუსისგან, დაღლილობისგან...
იმუნიტეტის მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ ის არ არის ერთიანი ორგანო, ის მთელი სისტემაა. იმუნიტეტი გაცილებით რთული სისტემაა, ვიდრე გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ის უჯრედების დონეზეც მუშაობს.
მრავალი გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებს დაუგროვდათ გარკვეული მონაცემები, რომლის თანახმად: დიახ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ეხმარება იმუნურ სისტემას, მოერიოს ავადმყოფობას.
1. ნუ მოწევთ
მწეველების პირში შეშუპების ნამდვილი კერა იქმნება, რომელიც იმუნური სისტემის ყურადღებას იქცევს. მწეველებს გაცილებით იოლად ემართებათ სხვადასხვა დაავადება. მოწევა კიბოსაც იწვევს, რადგან ის იმუნური სისტემის წინააღმდეგ მუშაობს. თუ გსურთ იმუნიტეტის ამაღლება, მაშინ დაანებეთ მოწევას თავი.
2. ნუ დალევთ
კვლევებით დამტკიცებულია, რომ ორგანიზმს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ალკოჰოლი. იზრდება მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი და ღვიძლის დაავადებებისაც.
3. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული
ხილ-ბოსტნეული ეხმარება იმუნიტეტს. განსაკუთრებით ხშირად მიირთვით ლიმონი, ნიორი და კოჭა (იმბირი).
4. ძილი
ყველაზე მარტივი და რეალური მეთოდი იმუნიტეტის ასამაღლებლად - ძილია. თქვენ აუცილებლად უნდა გეძინოთ 8 საათი.
5. დაკავდით სპორტით
სპორტი ძილის პროცესს არეგულირებს. ის შესანიშნავი კარდიოვარჯიშია. დამტკიცებულია, რომ სპორტსმენები იშვიათად ავადმყოფობენ.
6. მიიღეთ იმუნეისი
იმუნეისი აჯანსაღებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, აძლიერებს ორგანიზმს, ამცირებს გრიპისა და გაციების ვირუსით დასნებოვნების რისკს. ამინომჟავები, ბუნებრივი კაროტინოიდები, ვიტამინი A აჯანსაღებს კანსა და ლორწოვან გარსებს, რაც ორგანიმზში ტოქსინებისა და მიკრობების შეღწევას აფერხებს. ციტრუსების ბიოფლავანოიდები, რომელიც C ვიტამინის ნატურალური წყაროა, E ვიტამინი, თუთია და სელენი ძლიერი ანტოქსიდანტებია. რკინა და ფოლიუმის მჟავა სისხლის უჯრედების წარმოქნასა და განახლებას უწყობს ხელს იმუნეისის მიღება რეკომენდებულია: გრიპისა და გაციების თავიდან ასაცილებლად და სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის, ქრონიკული ავადმყოფებისათვის, ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაავადებების დროს სწრაფად გამოჯანმრთელებისათვის.
რეკომენდებულია:
- ვინც იავადმყოფა გრიპითა და გაციებით, ჰქონდა ფილტვების ანთება, ბრონქიტი, გაუხანგრძლივდა ხველა, ვისაც აწუხებს, დასჭირდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
- ქრონიკული დაავადებები - ასაკოვანი ადამიანებისათვის
- ავადმყოფობის შემდეგ დიდხანს დარჩა სისუსტე და უღონობა
- რომელ ოჯახშიც არიან მცირეწლოვანი ბავშვები, ოჯახის წევრების დასაცავად
7. არ ინერვიულოთ
სტრესის ჰორმონები იმუნური სისტემის მუშაობას არღვევს. ასე რომ, ნუ მისცემთ მას შანსს. ისწავლეთ მოდუნება და მოიშორეთ ნეგატივი.