წითელას საწინააღმდეგოდ აცრა ტარდება კომბინირებული ვაქცინით - MMR – Measles, mumps, rubella - წითელა, წითურა, ყბაყურა
- ყველა ბავშვს 1 და 5 წლის ასაკში უნდა ჩაუტარდეს გეგმიური ვაქცინაცია.
- 1 დან 5 წლამდე ბავშვები, ვისაც ჩატარებული აქვს ვაქცინაცია მხოლოდ ერთხელ 1 წლის ასაკში, წითელასთან კონტაქტის შემთხვევაში უნდა აიცრან დამატებით ვადაზე ადრე.
- 1 წლამდე ბავშვები კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია აიცრას გეგმიურზე ადრე (წითელასთან კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში). ასეთ შემთხვევაში აცრა შეიძლება გაკეთდეს 6 თვის ასაკიდან ნებისმიერ დროს. ეს აცრა არ ჩაითვლება გეგმიურ ვაქცინად და შემდეგი აცრები ჩატარდება 1 და 5 წლის ასაკში
- მოზრდილები (<40 წელზე), ვისაც 2004 წლამდე ჩატარებული აქვს MMR გეგმიური ვაქცინაცია - იცრებიან დამატებით 1 დოზით, მიუხედავად კონტაქტისა
- მედპერსონალი, რომელიც სრულფასოვნად არ არის აცრილი, იცრება მიუხედავად კონტაქტისა.
- ყველას ვისაც სრულად - (2 ჯერადად) აქვს ჩატარებული ვაქცინაცია არ საჭიროებენ დამატებით აცრას, კონტაქტის შემთხვევაშიც კი.
ვინ არ იცრება:
- 6 თვემდე ბავშვები
- ყველა ვისაც ჰქონია სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია ანტიბიოტიკ ნეომიცინზე ან MMR ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე
- ყველა ვისაც MMR ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
- ვისაც აქვს მწვავე, ცხელებით მიმდინარე ავადობა - სასურველია ვაქცინაციის თარიღის გადაწევა
- ორსული ქალები. ორსულებს რომლებსაც სჭირდებათ ვაქცინაცია იცრებიან მშობიარობის შემდეგ. MMR ვაქცინაციის შემდეგ 4 კვირა დაორსულება სასურველი არ არის.
აცრამდე აცნობეთ თქვენს ექიმს თუ:
- გაქვთ აივ/შიდსი ან იმუნური სისტემის სხვა დაავადება
- გიტარდებათ მკურნალობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს იმუნურ სისტემაზე, მაგალითად იღებთ სტეროიდებს
- გაქვთ ავთვისებიანი სიმსივნე
- მკურნალობთ ავთვისებიან სიმსივნეს რადიო ან ქიმიო თერაპიით
- შემცირებული გაქვთ სისხლში თრომბოციტების რაოდენობა
- უკანასკნელ 4 კვირაში აიცერით
- ბოლო პერიოდში დაგჭირდათ სისხლის გადასხმა
წყარო: მრჩეველი - პედიატრიული სამსახური