ჯანმრთელობის ფორმულა: 10 ლაიფჰაკი, რომელიც დაგეხმარება, დღეში 2 ლიტრი წყლის დალევაში - Marao

ჯანმრთელობის ფორმულა: 10 ლაიფჰაკი, რომელიც დაგეხმარება, დღეში 2 ლიტრი წყლის დალევაში

2020-02-13 10:08:42+04:00

ეს 10 ლაიფჰაკი დაგეხმარება დღეში 2 ლიტრი წყლის დალევაში. სითხის სწორედ ეს რაოდენობა ინარჩუნებს ორგანიზმში წყლის ბალანსს და გეხმარება უფრო ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდე.

  1. საყინულეში გაყინე საყვარელი ხილის (ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი ან ლიმონი) ნაჭრები და წყლიან ჭიქაში ჩაიგდე. წყალს სასიამოვნო არომატი მიეცემა.
  2. როდესაც დიდი ხნით დაჯდები კომპიუტერთან, ტელევიზორთან, ან წიგნის წასაკითხად, სნეკის და ჩიფსის ნაცვლად გვერდით ყინულის კუბებიანი ჭიქა მოიდგი. ნელ-ნელა წუწნე ყინულის ნატეხები.
  3. გაიხადე ჩვევად წყლის დალევა ყოველთვის, როდესაც ტუალეტიდან გამოხვალ.
  4. როცა ნერვიულობ, დგახარ რიგში, ფიქრობ, მგზავრობ, - სვი წყალი. თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობ.
  5. ნუ დაცლი ჭიქა წყალს სულმოუთქმელად. ეს ფსიქოლოგიურადაც ძნელია და არც თირკმელებისთვისაა კარგი. სვი ნელ-ნელა, ყლუპებით.
  6. იდეალურია, დალიო წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
  7. ეპილაციის კეთების, ან მანიკიურის წასმის პროცესში, ნელ-ნელა სვი წყალი. ეს ერთგვარ ბიუთი-რიტუალად იქცევა.
  8. იყიდე ლამაზი ჭიქა და გრაფინი და დადგი ისე, რომ ხშრად ხედავდე.
  9. გადმოწერე მობილური აპლიკაცია, რომელიც შეგახსენებს, როდის უნდა დალიო წყალი.
  10. მოამზადე ლიმონიანი წყალი. ის ძალიან გემრიელია და ცე-ვიტამინსაც მიიღებ.