აშშ-ში მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს
და გამოავლინეს, რომ უწყვეტი, ხანგრძლივი ძილი უარყოფითად აისახება ფეხმძიმე ქალებზე. კვლევის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Birth-ში გამოქვეყნდა.
ეს თემა მეცნიერებმა ინტერნეტგამოკითხვით შეისწავლეს: პროექტში სულ 633-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მოთხოვნით, ისინი უთითებდნენ საკუთარ ასაკს, წონას, სოციალურ მდგომარეობას და მავნე ჩვევებს. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმობის გვიან ვადებში ხანგრძლივ ძილს მკვდრადშობადობის გამოწვევა შეუძლია.
მონაწილეებიდან 153-მა ქალმა 28 კვირის ვადიდან მკვდარი ბავშვი გააჩინა, დანარჩენი 480 ადამინი კი ფეხმძიმედ იყო ან ჯანმრთელი შვილი შეეძინა.
აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებმაც მკვდრადშობადობა გადაიტანეს, 63%-ის შემთხვევაში მათ ფეხმძიმობის პერიოდში 9 საათზე მეტხანს ეძინათ. ამასთან, ღამით მათ თითქმის საერთოდ არ ეღვიძებოდათ.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ხანგრძლივი ძილი და მკვდრადშობადობის საშიშროება არტერიული წნევის დაცემითაა გამოწვეული, რაც ძილის დროს ხდება. დაბალ წნევას მუცლის მოშლისა და მკვდარი ბავშვის დაბადების პროვოცირება შეუძლია. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფის განვითარების სხვადასხვა დარღვევას იწვევს.
წყარო: cosmo.ru