თითქმის ყველა ჩვენგანი გაციებულა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე, ზოგჯერ ზამთრის სეზონის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ, ამიტომ ყველა ერის თუ ოჯახის ტრადიციაში შემონახულიაგაციების და გრიპის საწინააღმდეგო უძველესი ხალხური მეთოდები, ყოველი მომდევნო თაობის გამოცდილება იწყება ამ სიტყვებით: "ბებიაჩემი ასე აკეთებდა...."
არის თუ არა იმის მტკიცებულება, რომ ქათმის ბულიონი ან ნიორი გაციებას შველის?
ყოველი ხალხური მეთოდის საფუძველში დევს ის, რომ ესა თუ ის საშუალება ამაღლებს იმუნიტეტს.
როდესაც ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება ვირუსი, მას ებრძვის ორი სისტემა: მებრძოლი იმუნიტეტი ცდილობს განდევნოს შემოჭრილი უჯრედები, ხოლო შეძენილი იმუნიტეტი აბრკოლებს იმ პათოგენებს, რომლის მიმართაც უკვე აქვს ბრძოლის გამოცდილება, პარალელურად, იმახსოვრებს ახალ მტერს, რომ მომავლისთვის მზად იყოს მასთან საბრძოლველად.
სწორედ ამიტომაც ზოგიერთი ვირუსით მხოლოდ ერთხელ ვხდებით ავად (მაგ.ჩუტყვავილა), თუმცა გაციება ხშირად გვიმეორდება, რადგან როდესაც ავადმყოფიდან ავადმყოფზე გადადის, ვირუსი იცვლის ხასიათს, განიცდის მუტაციას, ჩვენი იმუნიტეტი კი ვეღარ ცნობს და ხელმეორედ იწყებს ბრძოლას.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს.
"თუ ჩვენს ორგანიზმს აკლია რაიმე ვიტამინი ან მინერალი, დამატებით მიღებულ რაიმე პროდუქტს, რომელიც გაციების წინააღმდეგ არის მიჩნეული, არავითარი ეფექტი არ ექნება" - აღნიშნავს ჩარლზ ბენგემი ლონდონის ინფექციური დაავადებების საიმპერიო კოლეჯიდან.
მიუხედავად ამისა, რაციონში დამატებული ზოგიერთი პროდუქტი ეფექტურია გაციების წინააღმდეგ.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის ნიორი. კვლევაში მონაწილოებდა 146 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობდნენ ან პლაცებოს ან ნივრის კაფსულებს ზამთრის პერიოდში 12 კვირის განმავლობაში.
გაგრძელება