დედლაინები, უსასრულო კილომეტრიანი საცობები და საყოფაცხოვრებო პრობლემები,
რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ნერვული სისტემის გადაწვა. მადრიდელი მეცნიერები გირჩევთ, უბრალოდ ჭიქა კარგი შამპანური დალიოთ.
მადრიდში საკვები პროდუქტების კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, შუშხუნა სასმლის მიღება იცავს ორგანიზმს ნეიროფიზიოლოგიური ხასიათის ასაკობრივი დაავადებებისგან და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.
საქმე იმაშია, რომ შამპანური შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ნერვულ უჯრედებს იცავენ. თუმცა, როგორც მეცნიერები აზუსტებენ - სასმლის მაქსიმალური დოზა დღეში არაუმეტეს 100 მილიგრამია.
მადრიდელი მეცნიერების პარალელურად, აშშ-ის ნეირობიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ტვინის აქტიურად მუშაობისთვის ღვინო საუკეთესო პროდუქტია.
წყარო: medmafia.ru