მნიშვნელოვანია, რომ გავუწიოთ პირველი დახმარება შეტევის საწყის ეტაპზე.
გულის შეტევა, ინფარქტი და სხვა მსგავსი დაავადებები სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ პაციენტს სამჯერ მეტი შანსი აქვს იცოცხლოს, თუ შეტევის პირველივე საათში მიიღებენ მის მიმართ აუცილებელ ზომებს.
ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, რა სიმპტომებით ხასიათდება გულის შეტევა და ინფარქტი.
ეს გახლავთ გულის შეტევის დროს ყველაზე მეტად გავრცელებული ნიშნები:
- სისუსტე და თავბრუსხვევა
- მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ამოსუნთქვის შემდეგ არ გადადის
- დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში
- დაღლა
- შიში
- უფერული, ნაცრისფერი, ოფლიანი კანი
- ჩქარი, სუსტი და არარეგულარული პულსი
- გულის წასვლა
პირველადი დახმარება ინფარქტის დროს - თუ პაციენტი გონზეა
- შეუმსუბუქეთ დატვირთვა გულზე. უზრუნველყავით, რომ პაციენტი მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს. დასვით ის ტახტზე ან სავარძელზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ გამართული იყოს, ფეხები კი ოდნავ განზე გაწეული ჰქონდეს. მკერდზე, კისერსა და ტანზე სამოსი არ უნდა უჭერდეს.
- აუცილებლად გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება". ეცადეთ, რომ პაციენტის გარშემო ბევრი ადამიანი არ იყოს, რადგან ეს მასზე ცუდად აისახება.
- თუ პაციენტი სტენოკარდიულ წამალს ღებულობს, მიეცით ის წამალი და თან ესაუბრეთ, რომ დაწყნარდეს. უთხარით, რომ ექიმი სულ მალე მოვა და დაეხმარება.
- ექიმის მოლოდინში მყოფ ავადმყოფს შეიძლება მისცეთ ასპირინი (300 მგ). ეცადეთ, რომ არ ჩაყლაპოს და ნელ-ნელა დაადნოს, რათა სისხლში სწრაფად მოხვდეს. ასპირინი ათხელებს სისხლს და ნაკლებად აზიანებს კუნთს გულის შეტევის დროს.
- მუდმივად აკონტროლეთ პაციენტის მდგომარეობა. გაუსინჯეთ პულსი, გაიგეთ, როგორ სუნთქავს ის და შემდეგ ყველაფერი ექიმს უთხარით, როდესაც მოვა.
როცა პაციენტი უგონო მდგომარეობაშია:
- გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები, გახადეთ მოჭერილი სამოსი.
- შეამოწმეთ სუნთქვითი მდგომარეობა, შემდგომ კი მოემზადეთ ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად.
- გამოიძახეთ სასწრაფო. პაციენტის გარშემო უზრუნველყავით, რომ ბევრი ხალხი არ იყოს. აკონტროლეთ პულსი.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ქალბატონებს ახასიათებთ სპეციფიკური სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება შეიძლება არც მივაქციოთ. უმოქმედობა არასწორია, რადგან ნებისმიერი მოულოდნელი ტკივილი, რომელიც მკერდის არეში, მუცლის ზედა ნაწილში (ხშირად ჰგონიათ გასტრიტი ან წყლულისგან გამოწვეული ტკივილი) და კისრის ან ბეჭის არეშია, აუცილებლად საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას.
წყარო: Goodhouse.ru