როგორ დავამარცხოთ უძილობა? 5 ოქროს წესი

როგორ დავამარცხოთ უძილობა? 5 ოქროს წესი
როგორ დავიძინოთ სწრაფად და მარტივად დამღლელი და დატვირთული დღის შემდეგ, როცა დამშვიდება არც ისე მარტივია და ამასთანავე, არ გვეძინება? უძილობასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, თუმცა სრულიად შესაძლებელია მისი დამარცხება.
„მარაო“ გიზიარებთ 5 ძირითად და გამოცდილ რჩევას, რაც დაგეხმარებათ უძილობასთან გამკლავებაში ერთხელ და სამუდამოდ.

თქვენი ძილის ნორმა

Image result for sleep gif
რამდენი საათი გჭირდებათ კარგად გამოძინებისა და მეტი სიმხნევისათვის? მოდით, ერთად გავერკვიოთ.
ამისათვის დაგჭირდებათ ძილის დღიურის წარმოება, რომელშიც ჩაწერთ მიახლოებით დაძინებისა და დილით გაღვიძების დროებს. უმჯობესია, ეს მეთოდი გამოსცადოთ შვებულების ან
დასვენების დღეებში. დააკვირდით და ჩაინიშნეთ 3-4 დღის განმავლობაში. ძილის საათების რაოდენობა იქნება მიახლოებით საშუალო სტატისტიკა იმისათვის, რომ გაერკვეთ, რამდენი ხანი გჭირდება გამოძინებისთვის.

გააქრეთ „ხმაური“

Related image
ზედმეტი ხმაური - არის ის, რაც შეგიშლით ხელს ძილსა და ზოგადად, დაძინებაში. ასეთი ზედმეტი ხმაური კი არის ტელეფონში სოციალურ ქსელებში ძრომიალი, ტელევიზორის ყურება, საყვარელი სერიალის ყურება ძილის წინ ნოუთბუქში ან წიგნის კითხვა.
არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ ისეთ საძინებელში, სადაც ბევრი ყურადღების გადამტანი ნივთია. თქვენმა ქვეცნობიერმა უნდა გააანალიზოს, რომ თქვენი საწოლი და საძინებელი არის სივრცე მოსვენებისა და ძილისთვის და არა სამუშაოდ, საჭმელად ან გასართობად.

არ მიირთვათ ძილის წინ

Related image
არავითარ შემთხვევაში დაწოლის წინ არ მიირთვათ საჭმელი ან ალკოჰოლი. მიუხედავად იმისა, რომ ნაჭამ მდგომარეობაში ადამიანისთვის უფრო სასიამოვნოა დაძინება, არ დაგავიწყდეთ, რომ უშუალოდ ძილის პროცესში აქტიურად უშლის ხელს ორგანიზმს გამოძინებაში, რაც შებერილობით, გულის რევისა და სიმძიმის შეგრძნებით გამოიხატება.

არ იფიქროთ იმაზე, რომ ვერ იძინებთ

Image result for sleep gif
ეს კლასიკაა - ადამიანები, რომლებიც დაწოლის მომენტში ფიქრობენ, როგორ ან რამდენ ხანში დაიძინებენ და ამასთანავე, დილით გამოუძინებლები იქნებიან, ამით უძილობის დროის ზრდას უფრო მეტად უწყობენ ხელს. უმჯობესია, იფიქროთ რამე სასიამოვნოზე, მოადუნოთ გონება და გადაეშვათ ძილის სამეფოში.

არ გამოიძინოთ დილას

Related image
ვის არ უყვარს დილით თბილ ლოგინში ძილი? დამეთანხმებით, ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტია, თუმცა გეტყვით, რომ ყველაზე არაეფექტურიც ამავდროულად.
საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გადავდივართ ღრმა ძილის ფაზაში და შესაბამისად, შეგვიძლია ვიძინოთ საკმაოდ დიდხანს, ხოლო გაღვიძებისთანავე კი უხასიათოდაც ვიგრძნოთ თავი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93