4 მეთოდი ორგანიზმში ავიტამინოზის დასამარცხებლად - Marao

4 მეთოდი ორგანიზმში ავიტამინოზის დასამარცხებლად

2019-03-11 13:44:55+04:00

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ბევრი ჩვენგანი უჩივის დაღლილობას, უძილობას, უხასიათობას, რაც გამოწვეულია ავიტამინოზით - ორგანიზმში საჭირო ვიტამინების ნაკლებობით.
„მარაო“ გიზიარებთ რჩევებს, როგორ შეხვდეთ გაზაფხულს მხნედ და ხალისიანად.

ვიტამინები

Image result for vitamines gif

ლოგიკურად ჟღერს, არა? თუმცა, უნდა გითხრათ აქვე, რომ ვიტამინები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცით, ორგანიზმს რა ვიტამინი აკლია და კონკრეტულ სახეობას ვიღებთ, ნაცვლად სრული ვიტამინების კომპლექსისა.

რომელი ვიტამინები უნდა მივიღოთ გაზაფხულზე?

C ვიტამინი - პირველ რიგში, რაც ზამთრის შემდეგ იმუნიტეტის ამაღლებაში დაეხმარება ორგანიზმს.

В1 ვიტამინი - პასუხისმგებელია ნერვული სისტემის სტაბილურ მდგომარეობაზე.

В2 ვიტამინი - ჰემოგლობინის ასამაღლებელ ვიტამინს წარმოადგენს.

В6 ვიტამინი - სიმხნევისა და ენერგიულობისთვის არის აუცილებელი.

Е ვიტამინი - უნდა მიიღოთ ქსოვილების რეგენერაციისა და გაჯანსაღებისთვის.

სუფთა ჰაერი

Related image

ზამთარში გარეთ ყოფნა არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია. შესაბამისად, ბევრი ჩვენგანი ერიდება ცივ ამინდში სეირნობას.

შეიძინე ფიტნესსამაჯური, რომელიც შენს ნაბიჯებს დათვლის და დღეში, სულ მცირე, 10 000 ნაბიჯი გადადგი. შედეგად ორგანიზმი გამოცოცხლდება და წონის კლებაზეც აისახება ეს აქტივობა.

მზე და სოლარიუმი

Image result for sun bath gif

ზამთრის მოქუფრული და ნაცრისფერი ამინდების შემდეგ სხეულისთვის აუცილებელია D ვიტამინი, რომელსაც მზის სხივები შეიცავს.

დროა, დაიწყოთ მზის აბაზანების მიღება, ხოლო წვიმიან და მოღრუბლულ ამინდში შეგიძლიათ სოლარიუმსაც მიაშუროთ.

აუზი

Image result for swimming gif

ყველაზე კარგი საშუალება ორგანიზმისთვის ძალების აღსადგენად, რა თქმა უნდა, არც მეტი, არც ნაკლები - აუზია. ცურვის მეშვეობით თქვენი სხეული არა მარტო ფორმაში ჩადგება შორტებისა და მოკლე ქვედაბოლოების სეზონისთვის, არამედ მოგიზღვავებთ ენერგიას, რაც ასე დაგაკლდათ ზამთრის სუსხიან ამინდებში.

წყარო: edinstvennaya.ua