თუ გაღვიძებისას ხედავთ, რომ ბალიში სავსეა თმით ან დავარცხნისას სავარცხელზე ბევრი თმა გრჩებათ, უნდა დაფიქრდეთ, რატომ გცვივათ თმა?
ტრიქოლოგებმა გამოითვალეს, რომ საშუალოდ, ადამიანი დღეში 100 ღერ თმას კარგავს, მაგრამ...
ნიღაბი №1:
გაათბეთ ზეითუნის, ქაცვის, აბუსალათინის, ქოქოსის, სელის ზეთი და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ცოტა ხანი და ჩამოიბანეთ. ეს მეთოდი შეაჩერებს ქერტლის წარმოშობას და თავის კანის გამოშრობას.
ნიღაბი №2:
ყველაფერი ერთად აურიეთ. წაისვით დაბანამდე 1 საათით ადრე ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი თმის მთელ სიგრძეზე გაინაწილეთ. დაიფარეთ თავზე შხაპის ქუდი ან ცელოფანი, ხოლო ზემოდან შეიფუთეთ პირსახოცით (ვაღწევთ "საუნის" ეფექტს).
ნიღაბი ძალიან მარტივად ჩამოსაბანია.
აუცილებლად ჩაეწერეთ ტრიქოლოგთან კონსულტაციაზე, რომ გამოიკვლიოს თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები და დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში არ არის საკმარისი შინაური მეთოდებით მკურნალობა. დიაგნოსტირებაში მნიშვნელოვანია ტრიქოგრამა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს თმების გაძლიერებულ ცვენასთან.
დღეს არსებობს თმის ცვენის სამკურნალო გაცილებით მეტი არაქირურგიული მეთოდი, ვიდრე წარსულში. ესენია როგორც გარეგანი (სპრეის და მალამოების) სახით, აგრეთვე მისაღები მედიკამენტები. იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში რომელი მედიკამენტი და მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო რეზულტატი მიიღება მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს.
თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრ Hairline International-ს 14-წლიანი პრაქტიკა აქვს. კლინიკა აღჭურვილია თმის ტრანსპლანტაციის უახლესი მეთოდებით და ტექნოლოგიებით.
<div class="apester-media" height="478" data-media-id="5c948ae013563a5b65ffac75"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>