„მარაოს“ მიერ მომზადებული რჩევები უდავოდ დაგეხმარებათ საგაზაფხულო რეჟიმში აქტიურად ჩართვაში, მით უმეტეს, როცა ძალზე მნიშვნელოვანია ვიტამინების მიღება ორგანიზმში ავიტამინოზის თავიდან ასაცილებლად.
დამატებითი ბალიში
დროებით შეგიძლიათ გადახვიდეთ ორით მეტ ბალიშზე დასაძინებლად, რაც ლიმფოდრენაჟის პირველი ხელშემწყობი საშუალებაა.
ლიმონიანი წყალი
ლომინიანი წყალი შეიცავს C ვიტამინს, რაც ორგანიზმში დაგროვებულ ტოქსინებს გამოყენების პირველივე დღიდან მოყოლებული გამოდევნის.
კიტრი
კვერცეტინის შემცველი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი გაგიუმჯობესებთ თირკმელებისა და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის ფუნქციონირებას.
ჯანჯაფილის ჩაი
მშვენიერი საშუალებაა გამოსაფხიზლებლად და ბევრად უკეთესი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, ვიდრე კოფეინის შემცველი ყავა. აწესრიგებს იმუნურ სისტემას.
პიტნის ჩაი
აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და მოჭარბებულ შებერილობას.
ვაშლის ძმარი
ერთი ჩაის კოვზი წყალში ან საუზმის დროს ჩაიში გაზავებული ვაშლის ძმარი -მეტაბოლიზმის დაჩქარებას უწყობს ხელს.
ასანები წელისთვის
იოგაში შემავალი ნებისმიერი ვარჯიში, რაც უშუალოდ წელის მიდამოს ეხება, სასარგებლოა თირკმელებისა და ღვიძლის სტაბილურად ფუნქციონირებისთვის.
აბანო
არაფერია დაღლილობისა და დაძაბულობის მოხსნაში აბანოზე ეფექტური. ორთქლი ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის დაწვას და ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნას. ასევე საკმაოდ კარგ გავლენას ახდენს სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე.