ერთდღიანი შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ.
წონაში კლება ესაა ხანგრძლივი პროცესი და მთლიანად დამოკიდებულია თქვენს ორგანიზმზე. მის სიჯანსაღესა და იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს ის. დიეტა არ ნიშნავს ორკვირიან არაჯანსაღ კვებას, რომელსაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს კილოგრამების კლება. ზოგჯერ პირიქითაცაა და დიეტას უკუშედეგებიც აქვს.
დიეტას ხშირად თან ახლავს წონის გაყინვა, თუმცა ეს სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული. ამჯერად იმ მიზეზებს მიმოვიხილავთ, რომლებიც წონის კლებაში ორგანიზმს ხელს უშლიან და თქვენი ჯანმრთელობის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებენ.
1. წყლის ნაკლებობა
თუ დღეში მინიმუმ ორ ლიტრ წყალს არ სვამთ (იგულისხმება წყალი და არა ნებისმიერ სითხე), ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც აფერხებს წონის კლებას. ფერხდება ნარჩენების გამოყოფა, რაც წონის მატებაზეც შეიძლება აისახოს.
2. სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრობა
შესაძლოა, კალორიებს ითვლიდეთ და ფიქრობდეთ, რომ 500 კალორიის შემცველი ჰამბურგერი არ გაგასუქებთ, მაგრამ ცდებით! სწრაფი კვების პროდუქტი მნიშვნელოვნად აზიანებს ორგანიზმს და რა გასაკვირია, რომ წონის დაკლების ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, თუკი მათ გაეკარებით.
3. ღამე ჭამა
ეს საზიანოა არა მხოლოდ თქვენი ვიზუალისთვის, არამედ კატასტროფულად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც. ღამე საკვების მიღების შემდეგ კუჭი ვერ ისვენებს ძილში და გიპყრობთ მოუსვენრობა, რაც არასრულფასოვანი ძილით სრულდება. ეს კი უარყოფითად მოქმედებს თქვენს განწყობასა თუ ორგანიზმზე.
4. მუდმივი შიმშილი
რატომღაც შიმშილი წონის კლებასთან ასოცირდება. მოდი, დღეს არ შევჭამ და დავიკლებ - ამ გადაწყვეტილებით დაწყებული ყოველი დღე საპირისპირო შედეგებისთვისაა განწირული. შიმშილის გამუდმებული შეგრძნება აზიანებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს მის ე.წ. გადაგვარებას და არღვევს მეტაბოლიზმს, რაც ცხადია, ცუდია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე თქვენი მიზნისთვის.
5. ცუდი მეტაბოლიზმი
სინამდვილეში, თუ წონაში ვერ იკლებთ, შესაძლოა, მთავარი პრობლემა სწორედ ცუდი მეტაბოლიზმია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებითაა განპირობებული.