ყელის ტკივილს გრძნობთ და სურდოს სიმპტომები აგეღნიშნებათ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად? დიახ, დიდი ალბათობით, ეს სურდოა, თუმცა რატომ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა ალერგიული ფონი იყოს გამომწვევი მიზეზი?
„მარაო“ გიზიარებთ რჩევებს, როგორ განასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და ალერგია, სწორად სამკურნალოდ.
გაციებისა და ალერგიის განმასხვავებელი ნიშნები
საიდან დაიწყო ყველაფერი?
გრიპი იწყება ეტაპობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში. ალერგია კი იწყება უცებ. ბოლოს როდის გაესინჯეთ ალერგოლოგს?
აგეღნიშნებათ ქავილი?
ქავილი ცხვირის, თვალების და ყელის მიდამოებში - ალერგიის დამახასიათებელი სიმპტომებია. სურდოს არ აღენიშნება არცერთი ჩამოთვლილთაგანი.
სიმძიმეს გრძნობთ სხეულში და სიცხე გაქვთ?
თუ პასუხი არის დადებითი - ალერგია უდავოდ გამორიცხულია.
რამდენ ხანს გრძელდება?
გრიპი და სურდოს სიმპტომები ერთი კვირიდან ორ კვირამდე გასტანს, ხოლო ალერგია უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში?
თუკი საუბარია ალერგიაზე - დაიწყეთ ოთახის, ალერგიის გამომწვევი ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება, გამოაღეთ ფანჯრები ხშირად ჰაერში არსებული მტვრის შემთხვევაში, ხოლო თუკი გარეთ ქარის შედეგად მტვერია, მაშინ ფანჯარა დახურულ მდგომარეობაში დატოვეთ. ასეთ დროს ძალიან ეფექტურია მტვერსასრუტით ოთახის მოწმენდა და ნოტიო ტილოთი მტვრის მოცილება ავეჯის ზედაპირიდან.
შესაძლებელია, ალერგოლოგთან ვიზიტიც ჩანიშნოთ და მიიღოთ შესაბამისი პრეპარატები.
თუკი გაცივდით და სურდო აგეღნიშნებათ, უამრავი მედიკამენტია, რაც გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს.
ხოლო, თუკი გამორიცხავთ გაციებასაც და ალერგიასაც, მაშინ უმჯობესია ანალიზები ჩააბაროთ და ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.
წყარო:cosmopolitan