იმისათვის, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, დღის განმავლობაში აუცილებელია ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით სიარული, ხოლო თუ წონის დაკლებაც გვინდა, მაშინ აქტივობა უნდა გავზარდოთ, თუმცა სპორტული აქტივობები საკმაოდ მოსაწყენად ჟღერს და ბევრ ჩვენგანს ეზარება. შესაძლებელია, რომ დავწვათ კალორიები უფრო სახალისო და საინტერესო პროცესის მეშვეობით?
„მარაოს“ ამ სტატიაში გაგაცნობთ საშუალებებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურ გავლენას ახდენს წონის კლებასა და კორექციაზე.
ცხელი აბაზანები
ცხელი აბაზანები და მინუს 130 კალორია. ვერც კი წარმოიდგენდით, არა? თუმცა შესაძლებელი ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ ცხელი აბაზანები დაგეხმარებათ სხეულში არსებული მავნე ტოქსინებისგან გათავისუფლებაში, ეფექტური საშუალებაა სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელადაც. არეგულირებს ძილს, ასევე, ადუნებს კუნთებს ვარჯიშის შემდგომ. მოკლედ, უარყოფით მხარეს ვერ გამოუძებნით.
ფიტბოლი საოფისე სკამის ნაცვლად
ჯდომითი რეჟიმი - ეს უდავოდ კატასტროფის ტოლფასია. საოფისე სამსახური საკმაოდ უარყოფითად აისახება ჩვენს ვიზუალზე, იწვევს ფორმების დამახინჯებას, რომელთა დაბრუნება საკმაოდ ბევრ ძალისხმევასთან და ძვირ სიამოვნებასთან ასოცირდება, ამიტომ ფიტბოლი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჯდომითი რეჟიმის შესაცვლელად. საოფისე სკამის შეცვლა კი ყოველდღიურად 300 კილოკალორიის დაწვის გარანტიაა და ჯანმრთელობასაც აღარ შეუქმნით საფრთხეს.
სახლის გენერალური დალაგება
სპორტულ დარბაზში ერთ ვარჯიშს სრულებით უდრის სახლის გენერალური დალაგება, მტვრის გადაწმენდა, მტვერსასრუტით ოთახების გამოწმენდა, იატაკის რეცხვა საბოლოო ჯამში - 200 კალორიას უდრის.
ცეკვები
საცეკვაოდ მეგობრებთან ერთად წასვლა უდრის 200-დან 500 კალორიამდე დაკარგვას, შედეგად კი იღებთ სასიამოვნო გარემოს, განტვირთვასა და დადებით ემოციებს.
შოპინგი
შესაძლოა, არც კი იცოდით, რომ 45-წუთიანი შოპინგი უდრის 100 კალორიას, ხოლო თუკი აქტიურად ტანსაცმლის მოსინჯვითაც ხართ დაკავებული, მაშინ კიდევ 50 კალორიას დაემშვიდობებით.
გარდერობის დათვალიერება
ამინდების გამოსვლასთან ერთად, დროა, გადახედოთ თქვენს გარდერობს, ყოველი ახალი ტანისამოსის მორგება 15 კალორიას ჩამოგაკლებთ. შესაბამისად, არ დაიზაროთ, მოირგეთ ყველაფერი სათითაოდ და მიზეზიც გექნებათ, ისეთი ტანსაცმელი მოიშოროთ თავიდან, რასაც ნამდვილად აღარ ჩაიცვამთ.
მასაჟი
აქ არ არის საუბარი ანტიცელულიტურ მასაჟზე. საღამოს თქვენი საყვარელი ადამიანისათვის მასაჟის პროცედურები ნამდვილად დაგაწვევინებთ 200 კალორიას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სასიამოვნოს შეუთავსებთ სასარგებლოს.
კარაოკე
კიდევ ერთი საშუალება, სასიამოვნოს დამატებული სასარგებლო - ეს უდავოდ კარაოკეა. სიმღერის დროს, საშუალოდ, ადამიანი 140 კალორიას წვავს, ხოლო შემდგომ თავის ნამღერზე სიცილში კი - 70 კალორიას, ასე რომ, შეკრიბეთ მეგობრები და დაგეგმეთ საღამო.
წყარო:goodhouse