წვის შეგრძნება ინტიმურ ზონაში, ნებისმიერი მიზეზით არის გამოწვეული. არ არის გამორიცხული საცვლების შეცვლაც კი. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს პრობლემის აღმოსაფხვრელად! თუმცა უნდა იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზებიც.
1. სოკოვანი ინფექცია
ქალების 75%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ვაგინალური რძიანა საკუთარ თავზე. სოკოვანი ინფექცია კანდიდა, რომელიც კანის შიგნიდან იწყებს გამრავლებას, იწვევს თეთრი შეფერილობის გამონადენის გამოყოფას. ასევე, მას თან ახლავს არასასიამოვნო წვის შეგრძნება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
2. ბაქტერიალური ვაგინოზი
ეს უფრო საშინლად ჟღერს, იმასთან შედარებით, სინამდვილეში რასაც წარმოადგენს. რეალურად ბაქტერიალური ვაგინოზი არ არის ინფექცია. ეს არის მიკროფლორის დაღვევა, როცა გარკვეული ბაქტერიები ჩვეულებრივზე სწრაფად მრავლდება ორგანიზმში. გარდა საშინელი წვის შეგრძნებისა, აღენიშნება წყლისებრი გამონადენი თევზის სპეციფიკური სუნით. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია მომჟავო რძის პროდუქტების ხშირი მიღება, მაგალითად: ხაჭო, არაჟანი, მაწონი.
3. ჰიგიენის ცვლილება და ახალი საცვლები
საკმაოდ გავრცელებულია საპნის ცვლილებასთან ერთად კონტაქტური დერმატიტი, ხოლო უხარისხო საცვლები - სიწითლესა და დისკომფორტს იწვევს, რაც ინტიმურ ზონაში წვას განაპირობებს.
4. მენოპაუზა
ერთ-ერთი პირველი SOS სიგნალი სწორედ წვა არის. საშუალოდ ვლინდება 51 წელს ზემოთ გადაცილებულ ქალბატონებში, თუმცა დღევანდელი პირობებიდან, საკვებიდან და გარემოდან გამომდინარე, ადვილად შესაძლებელია, უფრო დაიწიოს ამ ციფრმა და ადრეულ ასაკშიც გამოვლინდეს.
5. დაავადებები გავრცელებული სქესობრივი აქტით
სქესობრივი კონტაქტის დამყარების შედეგად ორგანიზმში, დიდი ალბათობით, შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიის შეჭრა, რაც იწვევს წვას ინტიმურ ზონაში. ყველაზე გავრცელებულია ტრიქომონიაზი. მკურნალობა კი აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.
წყარო:goodhouse