როზმარინი - არომატული მცენარეა, რომელიც ანტიკური დროიდან მაგიური თვისებების მატერებლად ითვლება. ის იცავს ადამიანს ღამეული კოშმარებისგან. შექსპირის დროს, პატარძლის თაიგულში აუცილებლად ათვსებდნენ როზმარინს - ერთგულებისა და ძლიერი სიყვარულის სიმბოლოს. თუ გახსოვთ, შექსპირის "ჰამლეტში" ოფელია ძმას როზმარინის ტოტს აძლევს მეხსიერების და სულიერების გასაძლიერებლად.
როზმარინით დედოფალი ელისაბედი რევმატიზმსა და პოდაგრას მკურნალობდა. პოლონელი მეფეები კი მას გასაახალგაზრდავებლად მიირთმევდნენ.
აღმოჩნდა, რომ როზმარინს შეუძლია, ზედმეტი კილოგრამებისგან გაგათავისუფლოთ. 10 გრამი როზმარინი დღიური ნორმის ნახევარ რკინას შეიცავს. ის გვეხმარება ცხიმიანი სადილების გადამუშავებაში. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. მისი ეთერზეთი გვიხნის დაღლილობას.
გასახდომად როზმარისნი ჩაი მოიმზადეთ. ის მოგიხსნით დაღლილობას, შეამცირებს ცელულიტის წარმოქმნას და გააუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას.
დაგჭირდებათ:
- 1 სადილის კოვზი ნედლი ან მშრალი როზმარინი;
- 1 ს/კ ყვავილი ცაცხვი
- 400 მლ ადუღებული წყალი.
- ნაყენი მომინანქრებულ ან ფაიფურის ჭურჭელში დააყენეთ. გადაწურეთ და სამჯერ დღეში მიიღეთ.
- დალიეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 21 დღე. შემდეგ შეისვენეთ 3 კვირა.
- თუ ჩაის დაყენება გეზარებათ, როზმარინი დაუმატეთ ჩაისა და ყავაში, რასაც ყოველდღიურად სვამთ. პროპორციით 0,5 ჩ/კ როზმარინი ერთ ჭიქა სითხეზე. გახსოვდეთ, რომ როზმარინი აფხიზლებს და ძილის წინ ნუ დალევთ.
- სასარგებლოა როზმარინის ზეთიც. 7 წვეთი როზმარინს დაუმატეთ 2 ს/კ საბაზისო ზეთში (ზეითუნის, ქოქოსისი, ყურძნის კურკების), 7 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით პრობლემურ ადგილებზე და შემოიხვიეთ ჯერ საკვები ცელოფანი, შემდეგ თბილი პირსახოცი. გაიჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ.
- როზმარინის ზეთი შეგიძლიათ კრემებსა და ლოსიონებშიც დაუმატოთ. მისი სუნი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
- არომატული მწვანილის დამატება სასარგებლოა კერძება და დესერტებში.