იაპონელი ბერის 14 რჩევა ჯანსაღი ძილის შესახებ

იაპონელი ბერის 14 რჩევა ჯანსაღი ძილის შესახებ
გთავაზობთ საუკეთესო რჩევებს ჯანმრთელი ძილისთვის: Image result for sleep gif
  1. ძილის წინ ტერფები დაიბანეთ ნელთბილი წყლით, ხოლო შემდეგ დაიმასაჟეთ ზეითუნის ზეთით. ეს ხელს შეუწყობს თქვენს ჯანსაღ, უშფოთველ ძილს.
  2. ძილის წინ რამდენიმე წუთი დაუთმეთ სუნთქვის ვარჯიშებს.
  3. ძილის დროს უნდა გეცვათ მინიმალური ტანსაცმელი და გეფაროთ რაც შეიძლება მსუბუქად, განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული წინდებით ძილი.
  4. არასდროს დაიძინოთ სამზარეულოში და არ დატოვოთ საჭმელი საძინებელ ოთახში.
  5. არასდროს დაიფაროთ საბნით ან პლედით სახე ძილის დროს, რადგან იძულებული გახდებით,  ისუნთქოთ ნახშირორჟანგით, უკვე გამოყენებული ჰაერით.
  6. ნესტიან ლოგინში ძილი ძალიან მავნებელია.
  7. ეცადეთ,
    დაიძინოთ მარჯვენა მხარეს, რადგან ამ დროს აქტიურად მუშაობს გული და გამომუშავდება უფრო მეტი პოზიტიური ენერგია. თუ ოთახში ცივა, მაშინ უნდა დაწვეთ მარცხენა მხარეს. ამ დროს მეტ ენერგიას გამოიმუშავებს ორგანიზმი და მალე გათბებით.
  8. ზურგზე ძილი არ არის რეკომენდებული ტვინისთვის.
  9. ზურგზე ძილზე უარესია მუცელზე ძილი, რადგან ასეთი ძილი სრულიად არღვევს სწორ სუნთქვას. თუ ძილის დროს მთვარე დაგყურებთ, ეს სასარგებლოა; თუ ძილის დროს მზე დაგყურებთ - მავნე.
  10. არ არის რეკომენდებული მზის ჩასვლისას დაძინება.
  11. შუადღის ძილი რეკომენდებულია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღალა დილიდან ფიზიკური შრომით და მათთვის, ვინც იცავს მარხვას.
  12. არ არის რეკომენდებული დაწვეთ დასაძინებლად ნაჭამი, რადგან ორგანიზმი ვერ მოასწრებს საჭმლის გადამუშავებას და ბევრი ტოქსინები გამომუშავდება.
  13. თუ ღამე ვერ მოასწარით დაძინება, აუცილებლად უნდა აინაზღაუროთ ძილი მეორე დღესვე, ოღონდ არ მიიღოთ საკვები.
  14. ვისაც აწუხებს უძილობა, რეკომენდებულია, დაძინებამდე 2 საათით ადრე დალიოს თბილი რძე, ცოტაოდენი მუსკატის კაკლითა და შაფრანით.

დალილას ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი